საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძენად მონობანკისა და პლატფორმა UNITED24-ის დახმარებით, 100 მილიონი გრივნას აგროვებას აპირებდნენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკვე რამდენიმე კვირაა, რაც რუსეთი უკრაინულ დასახლებებს ირანული კამიკაძე დრონებით ბომბავს.

  • უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ოკუპანტმა ქვეყანამ ირანიდან 2 400 ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი შეუკვეთა.
  • ეს სისტემა დაეხმარება უკრაინას, დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა აგრესორის თავდასხმისას.

დეტალები: უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის ინფორმაციით, 150 მილიონი გრივნა 2 დღეზე ნაკლებ დროში შეაგროვეს.

  • შეგახსენებთ, რომ ამ უკრაინის მცველთა დღეზე გამოუშვეს 1 000 სამაჯური წარწერით: "მე მჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების".
  • აქედან ას სამაჯურს მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის ხელმოწერა ჰქონდა.
  • სამაჯურები არ იყიდება, მაგრამ გათამაშდება და მოიგებს ნებისმიერი, ვინც ამ ინიციატივის ფარგლებში დონაცია გააკეთა.

არქივიდან: პლატფორმა United24 ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით შეიქმნა, მისი პირველი ელჩი ლეგენდარული ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო იყო.

  • რაც შეეხება ირანულ დრონებს, მათი შესყიდვის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოში გახდა ცნობილი, თუმცა ირანი უარყოფდა.
  • სექტემბრის შუა რიცხვებში ხარკოვის ოლქში პირველად ჩამოაგდეს ირანული დრონი.
  • რუსეთმა ირანული დრონები გამოიყენა 10-11 ოქტომბერსაც, როცა მასიურად დაბომბა უკრაინის ქალაქები.
  • ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მონაცემებით, ოქტომბრის დასაწყისისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის გამოშვებული ირანული კამიკაძე თვითმფრინავების მინიმუმ 85%.