ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა გაავრცელეს.

რატო არის მნიშვნელოვანი: უკვე რამდენიმე კვირაა, რაც რუსეთი უკრაინულ დასახლებებს ირანული კამიკაძე დრონებით ბომბავს.

  • უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ოკუპანტმა ქვეყანამ ირანიდან 2 400 ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი შეუკვეთა.

დეტალები: ერმაკმა დაადასტურა, რომ თავდასხმა ე.წ კამიკაძე დრონებით განხორციელდა.

  • ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ოკუპანტენმა შევჩენკოს ერთ-ერთ რაიონზე მიიტანეს იერიში, დრონი შენობას მოხვდა, ადგილზე კი ცეცხლი გაჩნდა. ასევე, დაზიანდა რამდენიმე კორპუსიც.
  • კლიჩკოს ცნობით, კიევში 5 აფეთქება მოხდა, ტერიტორიაზე კი სახანძრო ბრიგადები მუშაობენ და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ის, ასევე, ავრცელებს ფოტოს, სადაც კიევში, შევჩენკოს რაიონში ჩამოგდებული ირანული დრონის ნაწილები ჩანს.

  • საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერის ინფორმაციით, უკრაინამ სამხრეთით 26 ირანული დრონი გაანადგურა.
  • მისი თქმით, გუშინ, 16 ოქტომბერს ამ მიმართულებით 11 ე.წ კამიკაძის განადგურების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. 3:30-დან 7 საათის ჩათვლით კი დამატებით 15 დრონი განადგურდა.
  • სპიკერი ამბობს, რომ აქედან 75% უკრაინელი სამხედროების მიერ არის ჩამომგდებული.

არქივიდან: 10 ოქტომბერს ოკუპანტებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქში მასიური სარაკეტო თავდასხმების განახორციელეს, მათ შორის კიევზეც — მნიშვნელოვნად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.

  • ქვეყნის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. იბომბებოდა უკრაინის მთელი ტერიტორია ოკუპირებული ყირიმის გარდა.