აშშ აცხადებს, რომ ირანი რუსეთისთვის ე.წ კამიკაძე დრონების მიწოდებით გაეროს რეზოლუციას არღვევს
ამის შესახებ შესაბამისი განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკვე რამდენიმე კვირაა რუსეთი უკრაინულ დასახლებებს ირანული კამიკაძე დრონებით ბომბავს.
- მხოლოდ გუშინ კიევზე საჰაერო თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 5 ადამიანი ემსხვერპლა — მათ შორის, 6 თვის ორსული და მისი ქმარი.
- ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდების ფაქტს უარყოფს.
დეტალები: სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ ეთანხმება საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის შეფასებას, რომ დრონები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს.
- "გვჯერა, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატები, რომელიც ირანიდან რუსეთში გადაიტანეს და რუსეთმა უკრაინაში გამოიყენა, არის იმ იარაღებს შორის, რომელიც ემბარგოს ფარგლებში დარჩება.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, რუსეთმა ირანისგან დრონები ნამდვილად მიიღო, რუსი ოპერატორები კი ამ სისტემის გამოყენებას სწავლობენ.
- მისივე თქმით, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ რუსეთმა ისინი სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ გამოიყენა.
- სპიკერი ამბობს იმასაც, რომ ირანი უფრო მეტი დესტრუქციული იარაღის გაყიდვასაც კი განიხილავს.
სანქციები: პიერის განცხადებით, აშშ სანქციების აღსრულების ერთგული რჩება და განაგრძობს ამ ნაბიჯების გადადგას, როგორც რუსეთის, ასევე, ირანული იარაღით ვაჭრობის წინააღმდეგ.
- "ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, გავურთულებთ ირანს რუსეთისთვის ამ იარაღის მიყიდვას".
- ირანს სანქციები ემუქრება ევროკავშირისგანაც. ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში EU-ს უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა.
რას გულისხმობს რეზოლუცია: ის დაკავშირებულია შეთანხმებასთან, რომელიც კრძალავს ირანის მიერ სხვა ქვეყნებისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემას.
- შეთანხმება ირანის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერაა ხელმოწერილი.
- რეზოლუციის თანახმად, ირანულ იარაღზე ემბარგო 2020 წლის ოქტომბრამდე მოქმედებდა, თუმცა დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ემბარგო რაკეტებსა და სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკაზე 2023 წლის ოქტომბრამდე ვრცელდება.
- ასევე, ეხება ისეთ მოწინავე სამხედრო სისტემების ექსპორტსა და შეძენას, როგორიც მაგალითად, დრონებია.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები