უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ნათესავები, მათ შორის მისი ძმა და უჩა მამაცაშვილი დაასანქცირა
შესაბამისი ბრძანება გუშინ გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე და ითვალისწინებს პერსონალური სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების (სანქციების) სიაში ცვლილებების შეტანას.
დეტალები: ბრძანებას თან ახლავს დოკუმენტი სახელად "დამატება", სადაც ჩამოთვლილია 256 სანქცირებული პირის სახელი და აღნიშნულია, რომ დოკუმენტი ძალაში შევიდა 19 ოქტომბერს.
- სანქცირებულთა სიაში არიან ქართული ოცნების დამფუძნებლის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ალექსანდრეს ცოლი ქეთევან ხარაზიშვილი.
- ასევე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი.
- გარდა ამისა, სანქციები შეეხოთ რუს ბიზნესმენებს, კერძოდ, ალფა ბანკის მფლობელს, მიხაილ ფრიდმანს და რუსეთის ყველაზე მდიდარ ადამიანს, ვლადიმერ ლისინს.
- ასევე, რუს პროპაგანდისტებს, ოლგა სკაბეევას, ვლადიმერ სალავიოვს და ვაგნერის დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს.
რა სანქციები დაუწესდათ: თითოეულ პირს ახლავს მოკლე დახასიათება და მისთვის დაწესებული შეზღუდვების სია, რომლებშიც აღნიშნულია, რომ დაებლოკებათ აქტივები და დროებით წაერთმევათ მათ საკუთრებაში არსებული აქტივების გამოყენებისა და განკარგვის უფლება.
- ასევე საქნციებში შედის უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების ტრანზიტის, ფრენების და ტრანსპორტირების შეზღუდვა, ნაწილობრივი ან სრული შეწყვეტა;
- ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერება;
- ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმება ან შეჩერება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქციებთან მიმართებაში ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სახელი არაერთხელ გაჟღერდა, თუმცა არცერთ ქვეყანას ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადაუდგამს.
- ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის უკრაინის ხელისუფლებიდან და ევროპარლამენტიდან, ამის აუცილებლობაზე საუბრობდნენ.
- 5 სექტემბერს კრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგანტოს მხარდაჭერით შექმნილ პლატფორმაზე გამოჩნდა ივანიშვილისა და 11 ქართველის, მათ შორის მისი ოჯახის წევრებისა და გარემოცვის სახელები, რამაც შექმნა მოლოდინი, რომ, შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ.
- მაშინ დავით არახამიამ განაცხადა, რომ პაკეტში ჯერჯერობით ივანიშვილის პოლიტიკური გარემოცვის წევრები არ არიან და ეს შემთხვევითობა არ არის, რადგან ამ ეტაპზე ფიქრობენ, რომ მხოლოდ ოლიგარქისა და მისი დამფინანსებელი წყაროების წინააღმდეგ უნდა იმოქმედონ.
ვინ იყო სიაში: ბიძინა ერთადერთი ივანიშვილი არ არის, ვის გვარსაც ამ პლატფორმაზე ნახავდით. აქვე იყო მისი ძმა, ალექსანდრ ივანიშვილიც.
- გარდა ამისა, ქართული ოცნების დამფუძნებლის ნათესავები უჩა და ტატე მამაცაშვილები, ქეთევან ხარაიძე და მათი პარტნიორი გიორგი კაპანაძე;
- ასევე, თავად ივანიშვილის პარტნიორი, ირაკლი რუხაძე;
- აქვე ნახავდით ბიზნესმენებს, დავით ხიდაშელს, ლევან ვასაძეს, ვანო ჩხარტიშვილს;
- და ყოფილ მაღალჩინოსნებს, ოთარ ფარცხალაძეს, სულხან პაპაშვილს.
რატომ ითხოვდნენ მათ სანქცირებას: პლატფორმაზე ყველა პირის შესახებ მოკლე დახასიათებაა წერია, სადაც სიაში შეყვანის აუცილებლობაა განმარტებული.
- მაგალითად, ჰომოფობი და მოძალადე ჯგუფების ლიდერი, წარსულში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, ლევან ვასაძე აღწერილია, როგორც პუტინის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ახლო მოკავშირე;
- ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ოლიგარქიული მმართველობის და ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცების ერთ-ერთ მონაწილედაა დახასიათებული;
- დავით ხიდაშელი კი ივანიშვილის პარტნიორად და ბიზნესმენად, რომლის კომპანიების შემოსავალი აძლიერებს რუსეთის ბიუჯეტს.
რას წერენ ივანიშვილზე: მის დახასიათებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს არაფორმალური მმართველია და ახლო კავშირები აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან.
- ნათქვამია, რომ ეხმარებოდა რუს ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს საქნციებზე თავის არიდებაში;
- ასევე, ბიზნესინტერესები აქვს სანქტ-პეტერბურგის სანქცირებულ გუბერნატორსა და მოსკოვის დუმის დეპუტატთან.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები