ამის შესახებ საერთაშორისო პრესა და უკრაინსკა პრავდა, CNN Turk-ზე დაყრდნობით წერენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 4 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას და ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები ოფიციალურად გამორიცხა.

  • აქამდე ზელენსკი პუტინთან მოლაპარაკებებზე მზადყოფნას გამოთქვამდა და მასთან პირისპირ შეხვედრაზეც თანახმა იყო.
  • თუმცა მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინის 4 რეგიონის ანექსია გამოაცხადა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ის დიალოგისთვის მზად არის, თუმცა მხოლოდ სხვა პრეზიდენტთან.

დეტალები: რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ომის დასრულებისთვის უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზების იმედს არ კარგავს.

  • "პუტინი ახლა ბევრად რბილი და ღიაა მოლაპარაკებებისთვის, ვიდრე ადრე".
  • იმედი მაქვს, ჩვენ გავაგრძელებთ გზას მშვიდობისკენ, ორი ლიდერის გაერთიანებით, რადგან ორივე მხარე სერიოზულ დანაკარგს განიცდის. მჯერა, რომ მშვიდობა არ დამარცხდება", — განაცხადა ერდოღანმა.