ალიევის თქმით, საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყება

ფოტო: საქართველოს მთავრობა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ალიევის თქმით, ენერგეტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სამომავლო გეგმები, აუცილებლად მოიაზრებს საქართველოსთან თანამშრომლობას.
- მისივე თქმით, იგეგმება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისა და ბაქო-სუფსის ტერმინალების გაორმაგებული დატვირთვა.
დეტალები: ალიევი ამბობს, რომ პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს და მოსაზრებები გაცვალეს.
- "წელს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის და მომდევნო 5 წლის განმავლობაში ვაპირებთ გავაორმაგოთ ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით".
- "ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და ვაპირებთ 2027 წლისთვის ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი", — განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
- მისივე თქმით, მათი მხრიდან ექსპორტზე ელექტროენერგიის გატანაც იგეგმება და საქართველო და აზერბაიჯანი ამ მიმართულებითაც წარმატებულად ითანამშრომლებენ.
- "ახალი პროექტები, ასევე, ითვალისწინებს ელექტროენერგიის სფეროში ინიციატივების განხორციელებას. აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს", — განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში დღეს, სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა.
- პრემიერთან შეხვედრაზე მან პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების განმტკიცებაზე ისაუბრა.
- ალიევმა და ღარიბაშვილმა რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევებიც განიხილეს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები