კოალიციის შეფასებით, მურუსიძისა და გვრიტიშვილის დასანიშნად უმაღლეს საბჭოში ადგილები გამოათავისუფლეს

ფოტო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ხელახალ არჩევას გამოეხმაურა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი ე.წ. სასამართლო კლანის გავლენიან წევრებად მოიაზრებიან.
- საბჭოში წევრების ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც უკვე ყოფილმა წევრებმა, გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობები საკუთარი ინიციატივით დატოვეს.
- მოსამართლეები არ დაინტერესებულან საბჭოს ძველი წევრების წასვლის მიზეზებით და არც ახლად არჩეული წევრების გეგმებით.
- არასამთავრობო სექტორმა, საერთაშორისო პარტნიორებმა და ოპოზიციამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მოსამართლეთა ნაწილი გადაწყვეტილებებს მმართველი გუნდის პოლიტიკური დაკვეთით იღებს.
დეტალები: 23 ოქტომბერს საქართველოს მოსამართლეთა XXXI კონფერენცია გაიმართა.
- კონფერენციის დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის არჩევა იყო.
- კონფერენციის დღემდე უცნობი იყო, თუ ვინ იქნებოდა საბჭოს წევრობის კანდიდატები.
- კონფერენციაზე დამსწრე 279 მოსამართლიდან აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დასახელებულ კანდიდატურებს.
კოალიციის განცხადებით: მურუსიძე-გვრიტიშვილის ხელახალი არჩევით გაძლიერდება სასამართლოში არსებულ კლანური მმართველობა და არაფორმალური გავლენები, ამასთან:
- სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვან პოზიციებზე პირების ამგვარი პროცესებით დანიშვნა წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შინაარსთან.
- ეს არის პირდაპირი პასუხი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ არ არსებობს სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმისა და გაჯანსაღებისა ნება.
შეფასებები: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მურუსიძისა და გვრიტიშვილის ხელახალ დანიშვნას პოლიტიკური პარტიებიც გამოეხმაურნენ:
- პარტია ლელო მომხდარს აფასებს როგორც ევროინტეგრაციის პროცესზე ღია თავდასხმას და მართლმსაჯულების ინსტიტუტზე ტოტალური კონტროლის დამყარების მცდელობას.
- სტრატეგია აღმაშენებელში ამბობენ, რომ "პრორუსმა ქართულმა ოცნებამ გააკეთა უკვე არჩევანი ბრიუსელსა და მოსკოვს შორის, მოსკოვის სასარგებლოდ".
ხელმომწერები: კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 40 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
- ხელმომწერთა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები