რა თქვა რიში სუნაკმა თავის პირველ მიმართვაში
მანამდე გამართული აუდიენცია მეფე ჩარლზსა და ახალ პრემიერმინისტრს შორის ბუკინგემის სასახლეში ძალაუფლების სიმბოლური გადაცემა იყო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ლიზ ტრასი არჩევიდან 45 დღეში გადადგა.
- დღეს, 25 ოქტომბერს კი რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ოფიციალურად გახდა.
- ბრიტანეთში, წელს უკვე მეორედ კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა პარტიის თავმჯდომარე და ქვეყნის პრემიერმინისტრი აირჩიეს.
- სუნაკი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში.
სუნაკმა პატივისცემა გამოხატა მისი წინამორბედის ლიზ ტრასის მიმართ და აქვე დასძინა, რომ "დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები, რომელიც ბოროტი ან ცუდი განზრახვით არ იყო გამოწვეული".
- შემდეგ კი აღნიშნა, რომ ნაწილობრივ, ამ შეცდომების გამოსწორების გამო აირჩიეს ის — "და ეს სამუშაო დაუყოვნებლივ დაიწყება".
- თავის პირველივე გამოსვლაში ახსენა ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი და აღნიშნა, რომ "წარმოუდგენელი მიღწევებისთვის" ყოველთვის იქნება მისი მადლობელი.
- "ვიცი, რომ ის დამეთანხმება, მანდატი, რომელიც ჩემმა პარტიამ მოიპოვა 2019 წელს, არ არის ერთი ინდივიდის საკუთრება, ეს არის მანდატი, რომელიც ყველას გვეკუთვნის და გვაერთიანებს".
დეტალები: სუნაკმა თავის მიმართვაში ძირითადი ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას დაუთმო — თქვა, რომ ამ მხრივ, ვითარება მძიმეა და მთავრობის დღის წესრიგში "ეკონომიკურ სტაბილურობასა და ნდობას" დააყენებს.
- მისი თქმით, ეს რთული გადაწყვეტილებების მიღებას ნიშნავს.
- ამ კონტექსტში აღნიშნა ისიც, რომ პუტინის ომმა უკრაინაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია გამოიწვია.
პირველ ოფიციალურ მიმართვაში ახალმა პრემიერმა აღნიშნა, რომ გააერთიანებს ქვეყანას, არა სიტყვით, არამედ საქმით — "ამ მთავრობას ექნება ერთიანობა, პროფესიონალიზმი და ანგარიშვალდებულება ყველა დონეზე".
- სუნაკი COVID-19-თან დაკავშირებულ ფინანსურ გამოწვევებსაც შეეხო.
- "მე მესმის რამდენად რთული სამუშაო მაქვს შესასრულებელი, რათა აღვადგინო ნდობა ყოველივე ამის შემდეგ".
- "ასე რომ, ვდგავარ თქვენს წინაშე, მზად ვარ ვმართო ჩვენი ქვეყანა მომავალი, თქვენი საჭიროებები პოლიტიკაზე მაღლა დავაყენო, ავაშენო მთავრობა, რომელიც წარმოადგენს ჩვენი პარტიის საუკეთესო ტრადიციებს".
- "ერთად შეგვიძლია წარმოუდგენელ შედეგებს მივაღწიოთ".
- "შევქმნით მომავალს, რომელიც ღირსია ამდენი გაღებული მსხვერპლისა და ხვალინდელ და ყოველ მომდევნო დღეს იმედით ავავსებთ".
- "მთავრობა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, მომავალ თაობას, თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს არ დაუტოვებს იმ ვალს, რომლის გადასახდელადაც ჩვენ ძალიან სუსტები ვიყავით", — განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
კომენტარები