რუსეთმა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის ჯამში ირანული წარმოების 400-მდე დრონი გამოიყენა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკვე რამდენიმე კვირაა, რაც რუსეთი უკრაინულ დასახლებებს კამიკაძე დრონებით ბომბავს და ენერგოსექტორს აზიანებს.

  • დაზვერვის ცნობით, აგრესორმა ქვეყანამ 2 400 ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი შეუკვეთა.
  • აშშ-ის განცხადებით, ირანელი სამხედროები ყირიმში რუსულ ძალებს დრონების გამოყენებას ასწავლიან
  • ირანი ბრალდებებს უარყოფს, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობას, ამის არ სჯერა, რის გამოც სანქციები დააწესეს.

დეტალები: უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეიარაღებულმა ძალებმა ამ მკვლელი დრონების 60-70%-ის განადგურება შეძლო.

  • პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სამხედროებს, რომლებმაც მოახერხეს სამიზნეების განადგურება.
  • მანვე განაცხადა, რომ ისრაელთან თანამშრომლობა ირანული დრონების მონაცემების მიწოდებაზე რამდენიმე დღის წინ დაიწყო.