ზელენსკის თქმით, რუსები ბახმუტის აღებას ცდილობენ — გაიგეთ, რატომ
უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში დონეცკის რეგიონში, ქალაქ ბახმუტის მიმართულებით მიმდინარე ბრძოლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინელები გმირულად აგრძელებენ ტერიტორიის დაცვას.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბახმუტი უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქების, სლოვიანსკისა და კრამატორსკის გზაზეა.
- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს უკრაინისათვის წინააღმდეგობის გაწევა სხვა ფრონტზე უჭირს, ბახმუტში რუსეთის სამხედრო ძალები გარკვეულ წარმატებას აღწევენ.
რას ამბობს ზელენსკი: პრეზიდენტის თქმით, ინტენსიური თავდასხმების მიუხედავად, უკრაინელები გამუდმებით ანადგურებენ მტრის ინფრასტრუქტურას და "მთელი უკრაინისთვის სასიხარულო ამბებს ამზადებენ".
- "რუსული ტაქტიკა აღმოსავლეთ ფრონტზე "გიჟურია", — ამბობს ზელენსკი.
- "საარტილერიო დარტყმების უდიდესი კონცენტრაცია სწორედ ბახმუტისკენაა მიმართული"
რიცხვები: რუსმა სამხედრო მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ბახმუტში ნელი პროგრესი აქვთ.
- უფრო კონკრეტულად, რუსი ჯარისკაცები დღეში 100-200 მეტრით მიიწევენ წინ.
- უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, არესტოვიჩის ინფორმაციით, მხოლოდ დღის პირველ ნახევარში რუსულმა ძალებმა 8 დამოუკიდებელი შეტევა განახორციელეს ბახმუტზე, და ყოველ ჯერზე უკან დახევა მოუწიათ.
ანალიტიკოსების შეფასებით, ქალაქის აღება რუსებისთვის სიმბოლური გამარჯვება იქნებოდა.
- ქალაქს თავისთავად მცირე სამხედრო ღირებულება აქვს, მაგრამ დაცემის შემთხვევაში, ის სხვა ქალაქებს დააბრუნებს რუსული არტილერიის გავლენის ფარგლებში.
- ბახმუტის აღება დაეხმარება რუსებს, "უკან დახევის" ნარატივი შეცვალონ.
ბახმუტი, რომელიც დონეცკის რეგიონში მდებარეობს თვეების განმავლობაში რუსული თავდასხმების ცენტრია.
- ქალაქში ომამდე 70 000 ადამიანი სახლობდა.
- მაცხოვრებელთა უმეტესობამ უკვე ქალაქი დატოვა.
- დარჩენილები ძირითადად მოხუცები და პენსიონერები არიან, რომლებიც წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობენ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები