ეს განცხადება რუსეთის საგარეო უწყებამ მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმებული მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია — ომის დაწყების შემდეგ, პორტების დაბლოკვის გამო ექსპორტი გაჩერებული იყო, რაც გლობალური კრიზისის საფრთხეს ქმნიდა.

  • ქვეყნიდან მარცვლეულის გატანაზე შეთანხმების მისაღწევად ოთხმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და რუსეთ-უკრაინის გარდა, თურქეთი და გაერო იყო ჩართული.
  • მან უკრაინას მარცვლეულის ექსპორტის განახლების საშუალება მისცა.
  • ექსპორტზე შეთანხმებას რუსმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა 22 ივლისს, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მოაწერეს ხელი.
  • ამოქმედების შემდეგ უკრაინამ რამდენჯერმე დაადანაშაულა რუსეთი სამშვიდობო გემების დაბომბვაში — შეფერხებების მიუხედავად უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის გატანა მოხერხდა.
  • თუმცა 29 ოქტომბერს რუსეთმა განაცხადა, რომ სევასტოპოლის ყურეში თავდასხმის გამო, შეთანხმებას ტოვებდა — მათი მტკიცებით, თავდასხმის სამიზნე მარცვლეულის დერეფნის დაცვაში მონაწილე გემები იყო.

დეტალები: რუსეთის საგარეოში ამტკიცებენ, რომ უსაფრთხოების დერეფნების გასწვრივ გემების მოძრაობა მიუღებელია, რადგან უკრაინის ხელმძღვანელობა და შეიარაღებული ძალები ამას მათ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად იყენებს.

  • "ამჟამინდელი პირობებით, არ შეიძლება საუბარი ამ მიმართულებით რამე ობიექტის უსაფრთხოების გარანტიაზე, სანამ უკრაინული მხარე არ მიიღებს დამატებით ვალდებულებებს, არ გამოიყენოს ეს მარშრუტი სამხედრო მიზნებისთვის".

რუსეთი ირწმუნება, რომ შეთანხმებას არ ტოვებს და მას მხოლოდ აჩერებს, მიზეზად კი "უკრაინული თვითმფრინავების მიერ შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმას" ასახელებს.

  • სამინისტროში არ უთქვამთ, თუ რას მოიმოქმედებენ, თუ გემები მოძრაობას გააგრძელებენ.
  • უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვის მიერ შეთანხმებიდან გამოსვლა მსოფლიოს შიმშილით შანტაჟად შეაფასა.