სახალხო დამცველობის კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტში გასაუბრებაზე არ მივა
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ის საკუთარ კანდიდატურას არ ხსნის, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე გასაუბრებაში მონაწილეობას არ აპირებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ჯანეზაშვილი ერთ-ერთია იმ სამ კანდიდატს შორის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველობის კანდიდატებად წარადგინეს.
- სამუშაო ჯგუფის შეფასების მიხედვით ის მეორე ადგილზეა — 288 ქულა მოაგროვა;
- მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.
დეტალები: პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატებთან გასაუბრებები მეორე კვირაა მიმდინარეობს და დღეს სრულდება. ჯანეზაშვილთან გასაუბრება კომიტეტში დღეს იყო დაგეგმილი.
- ამბობს, რომ თავდაპირველად ინტერესი იმისა, რომ პროცესში მიმეღო მონაწილეობა, განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოსათვის ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი.
- "12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თვალსაზრისით და მივიჩნიე, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო გამონაკლისი და ხელისუფლებას მართლა შეეძლო კომპრომისის შედეგად შეერჩია პრინციპული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კანდიდატი", — აცხადებს ის.
- მისი თქმით, გასაუბრების პროცესმა არ დაუტოვა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება რეალურად ისახავს მიზნად შეარჩიონ კანდიდატი, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის მისაღები, დამოუკიდებელი, პრინციპული, კვალიფიციური.
გარდა ამისა, ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ გასაუბრების პროცესში კანდიდატებისთვის ახსნა-განმარტების მოთხოვნა იმის გამო, რომ წარსულში მათ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები აქვთ გაკეთებული, გასაუბრებების საფუძველზე კანდიდატების შერჩევას არ ემსახურება.
- "ეს არის ერთგვარი შოუ, ამიტომ გადავწყვიტე, რომ არ მივიღო ამ პროცესში მონაწილეობა. კანონით, რეგლამენტით და პროცედურებით, რომელიც დააწესა საქართველოს პარლამენტმა, არ არის სავალდებულო გასაუბრებაზე გასვლა";
- "არ ვაპირებ მივიდე გასაუბრებაზე სადაც ერთგვარი შოუ და სპექტაკლები იდგმება, რასაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვუყურებთ და გავცე მათ მოთხოვნებს პასუხი".
ინტერესთა კონფლიქტი: სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი, პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია პარლამენტში ომბუდსმენობის სხვა კანდიდატებს უსვამს კითხვებს.
- ჯანეზაშვილი თვლის, რომ ეს ინტერესთა კონფლიქტია და ხვიჩიას თვითაცილების საკითხი უნდა დაეყენებინა.
- "ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის, ვინაიდან მას უნდა დაეყენებინა თვითაცილების საკითხი, ან პროცედურით უნდა ყოფილიყო გაწერილი ყველა ის დეტალი, როგორ უნდა ყოფილიყო თავიდან არიდებული ინტერესთა კონფლიქტი".
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები