ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა თქვა, რომ უპილოტო თვითმფრინავების "მცირე რაოდენობა" რუსეთს ომამდე რამდენიმე თვით ადრე მიაწოდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთმა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის ირანული წარმოების ასობით დრონი გამოიყენა.

  • უკრაინის ომში უპილოტო თვითმფრინავების გამოყენება ზაფხულის შემდეგ გაიზარდა, როდესაც მოსკოვმა შაჰიდ-136 თვითმფრინავი ირანიდან შეიძინა (ამას ადასტურებს უკრაინა და აშშ).
  • ირანის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო რუსეთისთვის საფრენი აპარატების მიწოდება, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობას, ამის არ სჯეროდა, რის გამოც სანქციები დააწესეს.
  • აშშ-მ თქვა ისიც, რომ ირანელი სამხედროები ყირიმში რუსულ ძალებს დრონების გამოყენებას ასწავლიან

დეტალები: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახლაც უარყო, რომ თეირანი მოსკოვისთვის დრონების მიწოდებას აგრძელებს.

  • ამტკიცებს, რომ ირანი "გულგრილი არ დარჩება", თუკი დამტკიცდება, რომ რუსეთი ირანულ დრონებს უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

კონტექსტი: დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ირანს ე.წ. კამიკაძე დრონების გამო ახალი სანქციები დაუწესეს.

  • ირანული დრონების გამოყენებას უარყოფს რუსეთიც და ამტკიცებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული ყველა უპილოტო საფრენი აპარატი რუსულია და არა ირანული.