პოლიტიკური პარტიების რეიტინგის კვლევის შედეგები ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა დღეს, 7 ნოემბერს გამოაქვეყნა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: IRI-ის ბოლო ანალოგიური გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, ქართული ოცნების რეიტინგი — 6%-ით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კი 2%-ით შემცირდა.

  • კითხვაზე, შემდეგ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს, 10%-იან ბარიერს მხოლოდ ორი პარტია ლახავს.

დეტალები: ქართულ ოცნებას მხარს გამოკითხულთა 25% უჭერს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კი — 12%.

  • IRI-ის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მესამე ადგილას გიორგი გახარიას პარტია — საქართველოსთვის და გირჩი — მეტი თავისუფლება იყოფენ. ორივე მათგანს ხმათა 3% ერგო.
  • დანარჩენ პარტიებს შორის შედეგები ასე გადანაწილდა:
  • ლეიბორისტული პარტია — 2%; სტრატეგია აღმაშენებელი — 2%; დროა — 2%; გირჩი — 2%; პატრიოტთა ალიანსი — 2%.
  • ლელო — 1%; ხალხისთვის — 1%.
  • კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არცერთ შემთხვევაში, გამოკითხულთა 33% ენმ-ს ასახლებს, 30% კი ქართულ ოცნებას.

ფოტო: IRI

ენდობით თუ არ ენდობით საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს — შეკითხვაზე დადებით პასუხს მხოლოდ 15% სცემს, გამოკითხულთა 49% ამბობს, რომ არც ენდობა და არც არ ენდობა, 35% კი ქართული პარტიების მიმართ სრულ უნდობლობას გამოხატავს.

  • ხელისუფლებაში რამდენიმე პარტიის ყოფნას ქართული დემოკრატიისთვის ჯანსაღად გამოკითხულთა 48% მიიჩნევს.

მეთოდოლოგია: კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი — 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.

  • კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით.
  • შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.
  • მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.
  • ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი — 74 %.
  • კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.