ენმ-ის წევრთა ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს, მათ შორის, ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ გააკეთა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პარტიის წევრთა ნაწილი შიდა პარტიულ არჩევნებს ყველა დონეზე ითხოვს.
- მათი თქმით, უნდა აირჩეს ახლიდან პოლიტიკური სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და უნდა ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები.
- ნადირაძის განცხადებით, ენმ-ის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი მისი "გულმხურვალე, მებრძოლი, ერთგული და პატრიოტი ამომრჩევლების ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, ახალი გეგმით, ახალი ბრძოლისუნარიანობით" იბრძოლონ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის.
დეტალები: ირაკლი ნადირაძე ამბობს იმასაც, რომ მნიშვნელოვანია, პარტია ძლიერი, ორგანიზებული და ქმედითი იყოს.
- აცხადებს, რომ ოლიგარქი ივანიშვილის დამარცხების მთავარი ინსტრუმენტი ძლიერი ნაციონალური მოძრაობაა, "რომელიც ყოველთვის ოპოზიციის ფლაგმანი იყო".
- "რაც უფრო დროულად დავიწყებთ ყველა ერთად, კიდევ უფრო მეტი აქტიურობით ბრძოლას მიშას გასათავისუფლებლად, ოლიგარქის მოსაშორებლად არის უკეთესი ამ ქვეყნისთვის".
გარდა ამისა, ნადირაძემ განცხადება ნაციონალური მოძრაობის რეგიონულ ლიდერებთან ერთად გააკეთა.
- მისი თქმით, იცის მისი ასობით კოლეგის აზრი ამ საკითხთან მიმართებით და ახლა საჭიროა, რომ ამ ადამიანებმა საკუთარი აზრი ღიად დააფიქსირონ.
პასუხად, ენმ-ის წევრმა აკა მინაშვილმა თქვა, რომ ამ პერიოდში ამ დროს, ასე მოულოდნელად ბრიფინგის ჩატარება ცოტა უცნაურია და დასანანია.
- მინაშვილი აცხადებს, რომ პარტიის შიგნით მთავარი ვინც შიდაპარტიულ არჩევნებზე საუბრობდა ნიკა მელია იყო.
- აცხადებს, რომ არჩევნები იგეგმებოდა მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყდებოდა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები