მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაცია ჩერდება — რა ვიცით

ფოტო: თბილისის მერია
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შპს მამისონს, რომელსაც ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაცია უნდა ჩაეტარებინა, ხელშეკრულება შეუწყვიტა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ვარკეთილის მეტროში ჭერი 2018 წლის 30 იანვარს ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა, მას შემდეგ მეტროსადგურში ბაქანს რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
- თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მამისონთან 12 760 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2022 წლის 5 მაისს დადო.
დეტალები: თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა სამშენებლო კომპანია მამისონის დირექტორს წერილი მისწერა, სადაც ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შესახებაა საუბარი.
- როგორც ის აღნიშნავს, ხელშეკრულების დადებიდან ექვსი თვის, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 98 დღის შემდეგ, კვლავ არ არის წარმოდგენილი სრულყოფილი და სამუშაოების წარმოებისთვის ვარგისი სამუშაოთა წარმოების პროექტი.
- "დღეის მდგომარეობით გასული არის ხელშეკრულების 4,1 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადის მესამედი ნაწილი, შესაბამისად, მოცემული გარემოებების გონივრული შეფასებით, შემსყიდველისთვის ცხადია, რომ ხელშეკრულების შესრულება ვადაში თქვენი მხრიდან ვერ მოხდება", — ვკითხულობთ წერილში.
- მამისონმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ავანსის სახით ჩარიცხული 3 828 000 ლარი უკან უნდა დაუბრუნოს.
- ასევე, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს მიმართა წერილობით, რომ კომპანია მამისონი შავ სიაშიც შეიყვანოს.


გარდა ამისა, სატრანსპორტო კომპანიაში On.ge-ის უთხრეს, რომ ხელახლა იწყებენ ბაზრის კვლევებს.
- მათივე თქმით, ახალ კომპანიასთან, ხელახალი პროცედურების გავლა მოუწევთ.
- შესაბამისად უცნობია, როდის განახლდება მეტროსადგურ ვარკეთილში სარემონტო სამუშაოები.
- რაც შეეხება თბილისის მერს, კახა კალაძის განცხადებით, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სამუშაოები დროზე არ ჩაბარებულიყო.
მეტროსადგური გოცირიძეზეც სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია მამისონი ახორციელებდა.
- მეტროსადგურის გახსნის თარიღის არაერთხელ გადადების შემდეგ, გოცირიძის რეაბილიტაცია დასრულდა, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, როდის შეძლებენ მოქალაქეები სარგებლობას.
- მიუხედავად ამისა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მხოლოდ კომპანიის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და ყველაფერში "უპასუხისმგებლო კომპანიები" დაადანაშაულა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები