ენმ-ის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას გიორგი მუმლაძეც აპირებს
ამის შესახებ მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 9 ნოემბერს ენმ-ის წევრთა ნაწილმა ყველა დონეზე შიდაპარტიული არჩევნები მოითხოვა. მათი თქმით, თავიდან უნდა აირჩიონ პოლიტიკური სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და საჭიროა თავმჯდომარის არჩევნებიც.
- ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეფასებით, კოლეგებს ახალი არაფერი უთქვამთ და ამ საკითხებზე შიდაპარტიული, აქტიური, ყოველდღიური მსჯელობა მიმდინარეობდა კონსოლიდირებული პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.
- აცხადებს იმასაც, რომ უახლოესი პერიოდი აუცილებლად გამოაჩენს რა იყო ამ საკითხის "ამ ფორმით, ასე ნაჩქარევად" გამოტანის რეალური მიზეზი და მიზანი, მაშინ, როცა ევროპარლამენტის განცხადებებზე უნდა ესაუბრათ.
მუმლაძე წერს, რომ მისი მიზანი "არსებული უუნარო თავმჯდომარის, ნიკა მელიას და პარტიის უმოქმედო მენეჯმენტის" პარტიის მართვიდან სრულად ჩამოცილებაა.
- როგორც ის ამბობს, ცვლილებების შემდეგ პარტიის უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსი უნდა მიემართოს რუსი ოლიგარქის "იძულების კამპანიისკენ", რითაც სააკაშვილი პოლიტიკური ტყვეობიდან გათავისუფლდება.
- "მოვითხოვ, ჩემი წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარის არჩევნების ფორმატის შემუშავებაში, რომ პროცესი იყოს სანდო, გამჭვირვალე და უზრუნველყოფდეს სამართლიან კონკურენციას!"
დეტალები: მუმლაძის განცხადებით, პარტიაში ჩატარდება არა კოსმეტიკური, არამედ ძირეული ცვლილებები და დამკვიდრდება შიდაპარტიული დემოკრატიის მაღალი სტანდარტი.
- ასევე, წერს, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არა კულუარული, არამედ მონაწილეობითი იქნება.
- "ვიწვევ ნიკა მელიას ნებისმიერ საჯარო ფორმატის დებატებში და მზად ვარ, არგუმენტირებულად ავუხსნა ენმ-ის მხარდამჭერებს, რატომ აღარ უნდა იყოს ის თავმჯდომარე".
- "მივმართავ ნაციონალური მოძრაობას, დროულად მოიწვიოს პოლიტსაბჭო და უზრუნველყოს სანდო საარჩევნო პროცესი!".
მანამდე, ხატია დეკანოიძემ, ლევან ხაბეიშვილმა და პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადეს, რომ არ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ, ხოლო გიორგი ჩალაძემ თქვა, რომ საკუთარ კანდიდატურას დააყენებს.
არქივიდან: 26 სექტემბერს ნაციონალურმა მოძრაობამ გიორგი მუმლაძე პროვოკაციების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა.
- პარტიაში ამბობდნენ, რომ ოპოზიციაში ჩანერგილ ჯაშუშებთან დაკავშირებით TV პირველის სიუჟეტში ერთ-ერთი პირის ხმა საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანს მიამსგავსეს;
- აღნიშნავდნენ, რომ პარტიის გენერალურმა მდივანმა და იმ ადამიანმა, ვის მიმართაც კითხვები არსებობდა, ისაუბრეს, რის შემდეგაც საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა.
- მოგვიანებით კი ოთახში, სადაც ნიკა მელია "ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს ხვდებოდა", მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად შეიჭრა.
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
კომენტარები