უკრაინის პროკურატურამ, ამ დროისთვის, რუსების ჩადენილი ომის 46 523 დანაშაული დაარეგისტრირა

ფოტო: Nurphoto | Getty Images
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მონაცემები დღეს განაახლა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ მოითხოვა რუსეთის საომარი დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური საომარი ტრიბუნალის შექმნა.
- ლატვიის პრეზიდენტმა, ეგილს ლევიტსმა მხარი დაუჭირა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის იდეას, რომელიც გამოიძიებს რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ.
- ლევიტსის თქმით, სპეციალური ტრიბუნალის შექმნა სამართლებრივი თვალსაზრისით შესაძლებელია და ამას პოლიტიკური ნება სჭირდება.
- ლატვიის პრეზიდენტმა "საერთაშორისო სამართალში ხარვეზი" უწოდა იმ ფაქტს, რომ უკრიანაში რუსეთის შეჭრა ჯერ კიდევ არ შედის არც ერთი საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების კომპეტენციაში.
დეტალები: უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 46 523 რეგისტრირებული ომის დანაშაული მოიცავს ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას, აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებას, დაწყებას, წარმოებას, ომის პროპაგანდას და ა.შ.
- დოკუმენტირებულია 18 886 დანაშაული უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ (უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, ღალატი, თანამშრომლობითი საქმიანობა, აგრესორ სახელმწიფოს დახმარება, დივერსია და ა.შ.)
- ომის დანაშაულის მთავარი გამომწვევ პირებად იდენტიფიცირებულია 627 რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოხელე — მინისტრები, კანონმდებლები, მეთაურები, სამართალდამცავები და პროპაგანდისტები.
- პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა 430 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 830. რიცხვები არ მოიცავს აქტიური საომარი ქმედებების ადგილებში არსებულ სტატისტიკას.
ხერსონი: პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, ხერსონის რეგიონში 400-ზე მეტი სამხედრო დანაშაული დაფიქსირდა.
- "ხერსონის რაიონში რუსეთის არმიამ უკან დატოვა იგივე სისასტიკე, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა რაიონებში, სადაც შესვლა შეძლო. ჩვენ ყველა მკვლელს ვიპოვით და პასუხისგებაში მივცემთ", — განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში.
- სამართალდამცავმა ორგანოებმა აღმოაჩინეს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირების ცხედრები.
- ზელენსკიმ ასევე გააფრთხილა ხერსონის რეგიონის მოსახლეობა, რომ რეგიონში ვითარება კვლავ სახიფათოა. იზრდება განაღმვითი სამუშაოების დროს დაღუპულთა რიცხვები.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები