სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა ძვირადღირებული მანქანის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: თავდაპირველად, ინფორმაცია, რომ ეპისკოპოსი Toyota Land Cruiser-ს ფლობს, დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა და თქვა, რომ მისი ღირებულება 120 ათასი დოლარია.

  • დეკანოზმა მას მანქანის ყიდვა და მარნეულის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანთან გათანაბრება "მიულოცა", ასევე, დაწერა, რომ ჯამდელიანმა მას ამ ავტომობილის შეძენა რამდენიმე თვით "დაასწრო".

ეპისკოპოსმა უარყო, რომ მანქანა თავად იყიდა და თქვა, რომ ამას მრევლი მრავალი წლის განმავლობაში სთავაზობდა, მაგრამ უარს ამბობდა, ახლა კი "დიდი ქართული საქმისთვის" მიუყვანეს.

  • "ბანას პროექტი რომ შენდება, იცით? მე დიდი ხნის წინაც შემეძლო და მრავალი წლის განმავლობაში მთავაზობდა ჩემი მრევლი, რომლის მიმართაც უდიდესი სიყვარული მაქვს, მე მათდამი და მათ ჩემდამი".

მისივე თქმით, საჩუქარი მიიღო, რადგან "აღარც გზაში დარჩეს და ამხელა საქმესაც ნორმალურად ემსახუროს".

  • "წირვაზე მივდიოდი, გზაში დავრჩი, დღესასწაული იყო, გზაში დავრჩი. მოკლედ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ უბრალოდ გეტყვით.
  • "მრევლმა გადაწყვიტა, არაერთმა, რომ დიდი საქმისთვის, ბანასთვის, ამხელა საქმეს და ქართულ საქმეს ვემსახურები, ამ ქართული საქმისთვის მომიყვანეს ეს".