ინფორმაციას ამის შესახებ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ქალაქზე საჰაერო იერიში ოკუპანტებმა დღესაც მიიტანეს — ისმოდა საჰაერო განგაშიც.

  • უკრაინული მედიების ინფორმაციით, ბომბი საცხოვრებელ სახლს მოხვდა — დაიღუპა, სულ მცირე, ერთი ადამიანი.
  • უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, დღეს, 15 ნოემბერს ოკუპანტებმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დაბომბვა განახორციელეს.
  • რუსეთი ღიად აღიარებს, რომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მის მთავარ სამიზნეებს შორისაა.

დეტალები: კლიჩკოს განცხადებით, მასიური სარაკეტო შეტევის გამო, მთელ უკრაინაში ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვა გახდა საჭირო.

  • მისი თქმით, გამორთვა ენერგოსისტემის დასაბალანსებლად და ტექნიკის ავარიების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი ნაბიჯი იყო.
  • დაამატა, რომ დედაქალაქში აბონენტების ნახევარს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

გარდა ამისა, კიევში ელექტროენერგიის საგანგებოდ გათიშვის გარდა, Ukrenergo-მ დენის მიწოდება ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის შეწყვიტა, როგორც ჩრდილოეთ, ასევე, ცენტრალურ რეგიონებში.

  • კონკრეტულად იქ, სადაც ელექტროგადამცემი ხაზების ყველაზე დიდი დაზიანება დაფიქსირდა.