ლევან ხაბეიშვილმა გადაიფიქრა და ენმ-ის თავმჯდომარეობის არჩევნებში კანდიდატურას აყენებს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: აქამდე ხაბეიშვილი ამბობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
- 9 ნოემბერს ენმ-ის წევრთა ნაწილმა ყველა დონეზე შიდაპარტიული არჩევნები მოითხოვა. მათი თქმით, თავიდან უნდა აირჩიონ პოლიტიკური სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და საჭიროა თავმჯდომარის არჩევნებიც.
- ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ კოლეგებს ახალი არაფერი უთქვამთ და ამ საკითხებზე შიდაპარტიული, აქტიური, ყოველდღიური მსჯელობა მიმდინარეობდა კონსოლიდირებული პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.
- ასევე, აღნიშნა რომ უახლოესი პერიოდი აუცილებლად გამოაჩენს რა იყო ამ საკითხის "ამ ფორმით, ასე ნაჩქარევად" გამოტანის რეალური მიზეზი და მიზანი, მაშინ, როცა ევროპარლამენტის განცხადებებზე უნდა ესაუბრათ.
დეტალები: ხაბეიშვილის თქმით, მიზანი ნიჰილიზმის დაძლევა და ხალხისთვის რწმენის დაბრუნებაა. ამბობს, რომ ენმ-ში წარსულს უნდა ჩაბარდეს ყველა დაპირისპირება და გაუგებრობა.
- "ენმ-ს სჭირდება გამაერთიანებელი თავმჯდომარე და არა დამყოფი, დამაპირისპირებელი. პარტიის ისტორია, ამომრჩეველი იმსახურებს მეტს და ეს ადამიანები ჩვენგან ელიან დაუღალავ შრომას".
- მისივე თქმით, ბრძოლაში ხელს უწვდიან ყველას, ვისთვისაც ისტორიული უსამართლობაა "თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობა".
- ასევე, მათ, ვისთვისაც ნიკა გვარამიას ტყვეობიდან დახსნა მნიშვნელოვანი საკითხია.
გარდა ამისა, ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ შეიქმნება შტაბი მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს.
- მისი თქმით, მასში გაერთიანდებიან როგორც პოლიტიკოსები, ასევე ექიმები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ის ადამიანები, ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე აინტერესებთ.
- "მოვუწოდებ ყველას, ვინც აპირებს მონაწილეობა მიიღოს პარტიულ არჩევნებში, რომ თავი ავარიდოთ პერსონალურ თავდასხმებს, ვაჩვენოთ ჩვენს გულშემატკივრებსაც და მტრებსაც, რომ ენმ არის ღირებულებებზე დაფუძნებული პარტია".
- "ვაჩვენოთ ჩვენს მომხრეებს, რომ მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, ენმ არის ერთიანი და ძლიერი. ხალხს შევთავაზოთ ხედვები, იდეები და შიდა პარტიული არჩევნები არ გადავზარდოთ პიროვნულ დაპირისპირებაში, იყოს საქმიანი დებატები".
ხაბეიშვილი ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის გამოწვევას არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ პარტიის გასაძლიერებლად იღებს.
- "ვიღებ გამოწვევას, რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური ნაციონალური მოძრაობა და შესაბამისად, დაბრუნდეს რეალური, უკომპრომისო, მებრძოლი ოპოზიცია პოლიტიკაში".
- "ჩემი მიზანია, ენმ დავუბრუნო იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის, მის ამომრჩეველს და მის მხარდამჭერებს და ყველას, ვისთვისაც ნაციონალური მოძრაობა რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა".
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები