რომელმა პარტიებმა მიიღეს იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი შემოწირულობა — TI-ის ანგარიში
ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ კიდევ ერთი კვლევა გამოაქვეყნა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კვლევის მიხედვით, 2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 1 944 073 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო.
- აქედან 666 000 ლარი (34%) მმართველმა პარტიამ, 393 611 — ალტ-ინფომ, ხოლო 370 600 ლარის შემოწირულობა ლელომ მიიღო.
- TI ამბობს, რომ ქართულ ოცნებას თანხების აბსოლუტური უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან ან მმართველ პარტიასთან დაახლოებულმა მსხვილმა ბიზნესჯგუფებმა შესწირეს.
ქართულ ოცნებას ერთ და იმავე დღეს ჯამში 100 000 ლარი ნოშრევან ნამორაძემ და მისმა მეუღლემ, ნინო სუთიძემ შესწირეს. ორგანიზაციის თქმით, ნამორაძე ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენია, რომელიც სამშენებლო ბიზნესს ეწევა.
- როგორც TI მიუთითებს, ნოშრევან ნამორაძეს და ნინო სუთიძეს წარსულში ქართული ოცნებისთვის 170 000 ლარი აქვთ შეწირული.
- ასევე, ნათქვამია, რომ თამაზ თამაზაშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა ქართულ ოცნებას 10 000 ლარი შესწირა. გასულ წლებში მას 12-ჯერ აქვს მმართველი პარტიის სასარგებლო შემოწირულება გაღებული, ჯამში — 57 185 ლარი.
ასევე, კვლევაში ვკითხულობთ, რომ მიმდინარე წლის 28 და 29 აპრილს ჯამში 150 000 ლარი შესწირეს ქართულ ოცნებას მუხრან, თეონა და ლაშა ბაგრატიონებმა, რომლებიც გამჭვირვალობა საქართველოს თქმით, ერთმანეთთან სხვადასხვა ფორმით არიან დაკავშირებული.
- ზურაბ ძაგნიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა ერთ და იმავე დღეს ჯამურად 100 000 ლარი შესწირეს ქართულ ოცნებას.
- ისინი ა(ა)იპ რუსთაველების გამგეობის წევრები არიან.
- ირაკლი შატაკიშვილი 2022 წლის აპრილიდან ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში რუსთავი-გარდაბნის ოლქიდან.
სხვა პარტიები: კვლევის მიხედვით, ამ პერიოდში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 212 907 ლარი შესწირეს.
- ევროპულ საქართველოს — 130 484 ლარი, ხოლო, დროას — 63 927 ლარი.
- რაც შეეხება ალტ-ინფოს, ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის იანვარში საქალაქო სასამართლომ თანხების არასწორი დეკლარირებისა და არაფულადი შემოწირულობების დამალვისთვის კონსერვატიული მოძრაობა 217 ათასი ლარით დააჯარიმა.
-
გადახედვაბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან ბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია აქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ ო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ
-
გადახედვახვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს ხვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს
-
გადახედვა"შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება "შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება
-
გადახედვაქაცარავას ცემის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო — საგამოძიებო ქაცარავას ცემის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო — საგამოძიებო
-
გადახედვარა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე რა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე
-
გადახედვადავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა — მას სახის ძვლების მოტეხილობები აქვს დავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა — მას სახის ძვლების მოტეხილობები აქვს
-
გადახედვაგმირთა მოედანზე მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს — პოლიციამ მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა გმირთა მოედანზე მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს — პოლიციამ მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა
-
გადახედვამიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ მიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება, თუ დავინახავთ დემოკრატიის შესუსტებას, აშშ-ის მხრიდან დაწესდება შეზღუდვები ო'ბრაიენი: თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება, თუ დავინახავთ დემოკრატიის შესუსტებას, აშშ-ის მხრიდან დაწესდება შეზღუდვები
-
გადახედვა"ქართული კოშმარი" საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებს აკარგვინებს — ამბობენ დასავლელი დიპლომატები, რომლებსაც ხელისუფლება არ შეხვდა "ქართული კოშმარი" საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებს აკარგვინებს — ამბობენ დასავლელი დიპლომატები, რომლებსაც ხელისუფლება არ შეხვდა
-
გადახედვააქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი
-
გადახედვარუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ რუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ
-
გადახედვაო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი ო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია მოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია
-
გადახედვასაერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ
-
გადახედვალელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით ლელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით
-
გადახედვალევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა ლევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა
-
გადახედვათავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს თავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს
-
გადახედვააქციაზე ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორს სამართალდამცველებმა სცემეს აქციაზე ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორს სამართალდამცველებმა სცემეს
კომენტარები