უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, გაეროს შუამავლობით რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ მარცვლეულის ექსპორტის ხელშეკრულება კიდევ 120 დღით გახანგრძლივდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინა, საზღვაო გზით ყოველთვიურად 5-დან 6 მილიონ ტონამდე სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტს ახორციელებდა, სანამ რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინის პორტები არ დაბლოკა.

  • უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის შემცირებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სურსათის ფასების გლობალურ კრიზისში.
  • 22 ივლისის, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, რუსეთმა და უკრაინამ, თურქეთის და გაეროს ჩართულობით ხელი მოაწერეს მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას.
  • ივლისის შეთანხმებამ შექმნა დაცული საზღვაო სატრანზიტო დერეფანი სურსათის გლობალური დეფიციტის შესამსუბუქებლად.
  • არსებულ ხელშეკრულებას, ვადა 19 ნოემბერს გასდიოდა.

დეტალები: ზელენსკიმ, დიდი ოცეულის სამიტზე გამოსვლისას, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მარცვლეულის შეთანხმების გაფართოება და განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივება მოითხოვა.

  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და გაეროს გენერალური მდივანი ბალიში G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.
  • "მივესალმები ყველა მხარის შეთანხმებას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გასაგრძელებლად, რათა ხელი შეუწყოს უკრაინიდან მარცვლეულის, საკვები პროდუქტებისა და სასუქების უსაფრთხო ნავიგაციას" — განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.
  • გუტერეშმა თქვა, რომ გაერო ასევე "სრულიად არის მოწოდებული, მოიხსნას დარჩენილი დაბრკოლებები რუსეთის ფედერაციიდან სურსათისა და სასუქების ექსპორტისთვის".