ზარქუამ სენატორს ჩათლახი უწოდა

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
შეურაცხმყოფელი ტერმინი ქართული ოცნების დეპუტატმა ჯინ შაჰინის მისამართით გამოიყენა, როცა ჟურნალისტი სენატორის კრიტიკულ განცხადებაზე ეკითხებოდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სენატორმა შაჰინმა დღეს თქვა, რომ საქართველოს უდიდესი უკუსვლა აქვს და დროა, იფიქრონ სტრატეგიის გადახედვაზე.
- ამ განცხადებას მალევე მოჰყვა ქართული ოცნების დეპუტატების საპასუხო კომენტარები.
- "ამიტომაც არის, რომ დაკარგეს დემოკრატებმა კონგრესში უმრავლესობა, ასეთი არასწორი და არასამართლიანი მიდგომის გამო", — ამბობდა ზარქუა.
დეტალები: მედიებმა გაავრცელეს ნაწყვეტი, სადაც ისმის, რომ შაჰინთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას, მოჰყვება დეპუტატის რეპლიკა: "ჩათლახი, მერე?"
- On.ge შეეცადა დეპუტატთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
- გარდა ამისა, ზარქუამ შაჰინის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ ასეთი არასწორი და უსამართლო მიდგომების გამო დაკარგეს დემოკრატებმა უმრავლესობა სენატში და ის ევროპარლამენტარ კუბილიუსს შეადარა, რომელსაც მუდმივად აკრიტიკებს.
- შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძეც და თქვა, რომ აშშ-დან დაფინანსების შეწყვეტაზე NGO-ებმა უნდა ინერვიულონ.
- "დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე, ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო. ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი", — თქვა კობახიძემ.
განახლება: დეპუტატმა დაპოსტა, რომ სენატორის შეურაცხყოფის მიზანი არ ჰქონია და სხვა კონტექსტში ხუმრობდა ჟურნალისტებთან. ზარქუას თავისმართლების სრულად წაკითხვა შეგიძლიათ აქ.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები