რუსმა სამხედრო ბლოგერებმა 9 ნოემბერს დაიწყეს მრავალსერიიანი დოკუმენტური ფილმის გავრცელება, რომელშიც ნაჩვენებია უკრაინელი ბავშვები დონბასიდან რუსულ ოჯახებში გაშვილების შემდეგ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, იძულებითი შვილად აყვანის პროგრამები და ბავშვების დეპორტაცია წარმოადგენს რუსეთის მასიური დეპოპულაციის კამპანიის ხერხემალს.

  • მსგავსი ქმედებები გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის კონვენციის დარღვევა და შეიძლება კვალიფიცირდეს როგორც ეთნიკური წმენდის მცდელობა.

დეტალები: დოკუმენტური სერიალი აცხადებს, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა 2022 წელს დონბასიდან 150 000-ზე მეტი ბავშვის ევაკუაცია მოახდინეს.

  • ომის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, გაურკვეველია ზუსტად როგორ ითვლის რუსული წყაროები ამ მაჩვენებელს.
  • უკრაინელი ოფიციალური პირები ადრე ამ რიცხვს 6000-დან 8000-მდე აფასებდნენ.

ამასთანავე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციის ბავშვთა უფლებების კომისართან, მარია ლვოვა-ბელოვასთან ერთად მუშაობს, რათა "რთული მოზარდები" რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჩეჩნეთში ჩაიყვანოს.

  • მიზეზად კი მათ "პრევენციულ სამუშაოებში" ჩართვას და "სამხედრო-პატრიოტული" წესებით აღზრდას ასახელებს.