გამოცემა წერს, რომ უკრაინის ქალაქების ირანული დრონებით დაბომბვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მოსკოვმა ირანთან მალულად მიაღწია შეთანხმებას, რის საფუძველზეც, ასობით უპილოტო თვითმფრინავების წარმოება იწყება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთმა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის ირანული წარმოების ასობით დრონი გამოიყენა.

  • 5 ნოემბერს ირანმა პირველად აღიარა, რომ რუსეთში უპილოტო თვითმფრინავების გაგზავნა, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო, რომ თეირანი მოსკოვისთვის დრონების მიწოდებას აგრძელებს.
  • ამტკიცებდა, რომ ირანი "გულგრილი არ დარჩება", თუკი დამტკიცდება, რომ რუსეთი ირანულ დრონებს უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.
  • ასევე, თქვა, რომ უპილოტო თვითმფრინავების "მცირე რაოდენობა" რუსეთს ომამდე რამდენიმე თვით ადრე მიაწოდა.

დეტალები: WP აშშ-ისა და სხვა დასავლური უსაფრთხოების სააგენტოების დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ ამაზე რუსი და ირანელი ოფიციალური პირები ნოემბრის დასაწყისში შეთანხმდნენ.

  • ნათქვამია, რომ მხარეები ცდილობენ, დრონების დიზაინსა და კომპონენტებზე კონსენსუსს სწრაფად მიაღწიონ, რათა წარმოებაზე მუშაობა დაიწყონ.
  • ოფიციალური პირები, ასევე, ამბობენ, რომ თუ შეთანხმება სრულად განხორციელდება, ეს რუსეთ-ირანის ალიანსის შემდგომ გაღრმავებას ნიშნავს.
  • მათივე განცხადებით, ამ გზით რუსეთს შეეძლება საკუთარი საბრძოლო სისტემების მარაგი მკვეთრად გაზარდოს შედარებით იაფი და უაღრესად დესტრუქციული იარაღებით.

კონტექსტი:იდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ირანს ე.წ. კამიკაძე დრონების გამო ახალი სანქციები დაუწესეს.

  • ირანული დრონების გამოყენებას უარყოფს რუსეთიც და ამტკიცებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული ყველა უპილოტო საფრენი აპარატი რუსულია და არა ირანული