სააკაშვილის თქმით, არასდროს არცერთი ადვოკატისთვის უთქვამს, რომ ეჭვი მოწამვლაზე აქვს

ფოტო: კადრი ვიდეოდან
ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა 19 ნოემბერს თქვა, რომ ბიოფსიური კვლევით აღმოჩენილი ნიშნები მიუთითებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მოწამლულია.
- მანამდე, 8 ნოემბერს ადვოკატმა განაცხადა, რომ სააკაშვილს დემენციის დიაგნოზი აქვს, ასევე, დაუდგინდა ტუბერკულოზის ჩხირიც — მოგვიანებით, დააზუსტა, რომ ორივე დიაგნოზი სავარაუდოა.
- 18 ნოემბერს ემპათიამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასკვნაზე მუშაობა დაასრულა. ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა აღნიშნა, რომ დიაგნოზები მძიმეა და შეუთავსებელია პატიმრობასთან.
დეტალები: სააკაშვილის თქმით, სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია სპეციალისტებს ვენდოთ და ფიქრობს, რომ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება საჭირო არ არის.
- "დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. ვივამედის ექიმები მცდელობას არ აკლებენ", — ამბობს სააკაშვილი.
იუსტიციის სამინისტრო: გუშინ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი ტიპის ინფორმაციის გავრცელებამდე უნდა მოიტანონ შესაბამისი მტკიცებულებები.
- "მსგავსი დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის წარუდგენია და საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ არასწორი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", — თქვა მინისტრმა.
- მისივე თქმით, ის აპირებს სამხარაულის ეროვნულ ცენტრს მიმართოს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები