ამის შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უწყების ცნობით, 19 ნოემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით — იმის გამო, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი იყო გოგო და სახლში გვიან დაბრუნდა, მასზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

  • გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ 20 ნოემბერს მეორე ბრალდებულმა არასრულწლოვან დაზარალებულთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

დეტალები: პროკურატურის ინფორმაციით, დაზარალებულის მამა სამართალდამცავებმა 21 ნოემბერს დააკავეს.

  • მას ბრალდება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით (არასრულწლოვან ოჯახის წევრზე ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის გ და დ ქვეპუნქტებით (მუქარა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

ჯერ დაკავებული არ არის არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებული პირი, რადგან, პროკურატურის განცხადებით, იგი საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას თავს არიდებს.

  • მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს სქესობრივი კავშირის დამყარებას წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან.