კიმ კარდაშიანი Balenciaga-ს ახალი კამპანიის მიმართ ზიზღსა და ბრაზს გრძნობს
კიმ კარდაშიანი ერთ-ერთია იმ ვარსკვლავებიდან, რომლებიც ბალენსიაგასთან ხშირად თანამშრომლობენ, თუმცა ახლა ბრენდის სადღესასწაულო კამპანია ცალსახად და საჯაროდ დაგმო.
"რამდენიმე დღის განმავლობაში ჩუმად ვიყავი, არა იმიტომ, რომ ბალენსიაგას ახალ კამპანიას ჩემში ზიზღი და ბრაზი არ გამოუწვევია, არამედ იმიტომ, რომ მინდოდა, ჯერ მათ გუნდს პირადად გავსაუბრებოდი, რომ გამერკვია, რა მოხდა," — დაწერა კიმმა ტვიტერზე. — "როგორც ოთხი შვილის დედა, ძალიან შემაშფოთა კამპანიის შემაძრწუნებელმა სურათებმა. ბავშვების უსაფრთხოება ყველასათვის უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს და ჩვენს საზოგადოებაში ბავშვებს არცერთი გზით არ უნდა ავიწროებდნენ."
კიმმა ეს განცხადება ინსტაგრამის "სთორიზეც" გააზიარა და დაამატა: "მიხარია, რომ ბალენსიაგამ ეს კამპანია გააქრო სოციალური ქსელებიდან და ბოდიში მოიხადა. მათთან საუბრის შემდეგ, მჯერა, რომ ისინი მიხვდნენ, საკითხის სერიოზულობას და საჭირო ზომებს მიიღებენ, რომ იგივე აღარასოდეს განმეორდეს."
კიმმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ფანებმა მისი ფოტო, რომელშიც ბალენსიაგასა და ადიდასის მიერ ერთობლივად შექმნილი მაისური ეცვა, გააკრიტიკეს და მოსთხოვეს, რომ ბალენსიაგას ახალ კამპანიაზე საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა.
საბოლოოდ, ვარსკვლავი ასეც მოიქცა და თავის განცხადებას ისიც დაამატა, რომ ბრენდთან ურთიერთობას გადააფასებდა.
ბალენსიაგამ თავისი უახლესი კამპანიის გამო საჯარო ბოდიში მოიხადა: "ჩვენ გულწრფელ ბოდიშს ვიხდით ნებისმიერი შეურაცხყოფისთვის, რაც ჩვენმა სადღესასწაულო კამპანიამ გამოიწვია. ჩვენი დათვის ფორმის ჩანთები ბავშვებთან ერთად არ უნდა გამოჩენილიყო ამ კამპანიაში."
კამპანიაში, რომელშიც ბავშვები მონაწილეობდნენ, დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა ეცვათ, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება. აღნიშნულმა კამპანიამ სოციალურ ქსელებში საყოველთაო კრიტიკა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც ტვიტერზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა ბავშვების ფოტოებთან ერთად დოკუმენტის ფოტოც დადო, რომელიც, მისი მტკიცებით, "ბავშვთა ვირტუალური პორნოგრაფიის" შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებაა.
როგორც ცნობილია, ბალენსიაგამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა კომპანია North Six-ის წინააღმდეგ, რომელშიც $25 მილიონს ითხოვს მიყენებული ზიანისთვის. მათ ასევე სარჩელი შეიტანეს დიზაინერ ნიკოლას დე ჟარდინის წინააღმდეგ, რომელმაც, როგორც ისინი აცხადებენ, "ბავშვთა ვირტუალური პორნოგრაფიის" შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების დოკუმენტი გადასაღებ მოედანზე შეიტანა.
-
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
კომენტარები