Balenciaga ახალ კამპანიაში ბავშვების მონაწილეობისთვის ბოდიშს კიდევ ერთხელ იხდის
ბალენსიაგას უახლესმა სადღესასწაულო კამპანიამ საზოგადოებისგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა, ვინაიდან ბრენდის საჩუქრების მაღაზიის კამპანიაში ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობდნენ, ხოლო დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა ეცვათ, რაც ბევრისთვის სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება. ბრენდი მას შემდეგაც გააკრიტიკეს, რაც მათი ერთ-ერთი კამპანიის ფოტოების ფონში "ბავშვთა ვირტუალური პორნოგრაფიის" შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების დოკუმენტიც ჩანდა. საზოგადოება არა მხოლოდ ბრენდისგან მოითხოვდა ახსნა-განმარტებას, არამედ ისეთი ვარსკვლავებისგან, რომლებიც ბალენსიაგასთან ხშირად თანამშრომლობენ და აქტიურად მოუწოდებდნენ კიმ კარდაშიანს, რომ განცხადება გაეკეთებინა აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით. საბოლოოდ, ვარსკვლავი ასეც მოიქცა და ტვიტერის ანგარიშსა და ინსტაგრამის "სთორიზე" დაწერა, რომ ახალმა კამპანიამ მასშიც ზიზღი და ბრაზი გამოიწვია.
ბალენსიაგამ ერთხელ უკვე მოიხადა ბოდიში აღნიშნული კამპანიის გამო და დაწერა:"გულწრფელად გიხდით ბოდიშს ნებისმიერი შეურაცხყოფისთვის, რომელიც ჩვენმა სადღესასწაულო კამპანიამ გამოიწვია. ჩვენი სათამაშო დათვების ჩანთები კამპანიაში ბავშვებთან ერთად არ უნდა გამოჩენილიყო. კამპანია ყველა პლატფორმიდან დაუყოვნებლივ წავშალეთ."
ბრენდმა უკვე მეორედ მოიხადა ბოდიში და განაცხადა, რომ ბავშვთა ძალადობას გმობს და სრულ პასუხისმგებლობას იღებს კამპანიაში დაშვებული შეცდომებისთვის.
"მეორე, 2023 გაზაფხულის კამპანია, რომელიც სადღესასწაულო კამპანიისგან გამიჯნულია, შეიცავდა ფოტოებს, რომლებშიც 2008 წლის სასამართლო გადაწყვეტილება "ამერიკის შეერთებული შტატები უილიამსის წინააღმდეგ" ჩანდა. ეს გადაწყვეტილება ბავშვთა პორნოგრაფიას ეხებოდა. ეს დოკუმენტი მესამე პირებმა შემოიტანეს კამპანიაში და წერილობით დაადასტურეს, რომ ყალბი იყო. შემდეგ ეს დოკუმენტები ნამდვილი აღმოჩნდა და, სავარაუდოდ, ფილმის ან სერიალის გადასაღები მოედნიდან წამოიღეს ჩვენთან. ამ დოკუმენტების თანხმობის გარეშე გამოყენებისთვის და არასათანადო ყურადღების გამოჩენისთვის ბალენსიაგამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ფაქტზე, რომ მეტი წინდახედულობა და კონტროლი ვერ გამოვიჩინეთ."
ბრენდის განცხადებით, სანამ მომხდარ ინციდენტს ბოლომდე გამოიძიებენ, აპირებენ, რომ ორგანიზაციის შიდა სტრუქტურებს გადახედონ და ერთად მუშაობის ახალი გზები შეიმუშაონ. ასევე მათი სურვილია, აქტიურად ითანამშრომლონ ორგანიზაციებთან, რომლებიც ბავშვთა მიმართ ძალადობას და ნებისმიერი სახის ექსპლუატაციას ებრძვიან.
"ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი შეცდომებისგან ვისწავლოთ," — აცხადებს ბრენდი.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
კომენტარები