სტრასბურგის სასამართლომ ტრანსგენდერი კაცების გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე დარღვევა დაადგინა — რა ვიცით
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, პირველ დეკემბერს გამოაცხადა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ტრანსგენდერი კაცები გენდერის სამართლებრივ აღიარებას, საინდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის გრაფაში ცვლილებების შეტანას ითხოვდნენ.
- სასამართლომ საქართველოს მოქალაქე 3 მოსარჩლის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის მე-8 მუხლის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, დარღვევა დაადგინა.
- სასამართლომ არ ემსჯელა კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევაზე, რადგან საჭიროება ვერ დაინახა.
- ევროსასამართლომ სახელმწიფოს დაავალა სამივეს 2 000 ევრო გადაუხადოს, ხოლო მესამეს დამატებით 9 812 ევრო.
სტრასბურგის სასამართლოში სამი სხვადასხვა სარჩელი იყო შეტანილი ამ საკითხზე — ორი 2017, ხოლო ერთო 2019 წელს.
- სასამართლომ აღნიშნული სამი საქმე გააერთიანა და ისე განიხილა.
- ორი ტრანსგენდერი კაცის ვინაობა საჯარო არ არის (მათი ინიციალებია ა.დ. და ა.კ.), მესამე კი აქტივისტი ნიკო ღვინიაშვილია.
-
ორი მოსარჩელის ინტერესებს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) წარმოადგენდა, ერთისას კი საქართველოს იურისტთა ასოციაცია (საია).
დეტალები: ეროვნულ სასამართლოში სქესის აღიარების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას ითხოვდნენ.
- როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საკუთარ დასკვნაში წერს, საქმეში მთავარი პრობლემაა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში სქესის შეცვლის სამართლებრივი ნორმები არ არის ზუსტად დადგენილი.
- აღნიშნულია, რომ მთავრობამ უპასუხოდ დატოვა სასამართლოს კითხვები, თუ ზუსტად რა სახის სამედიცინო პროცედურებია საჭირო, რათა გენდერი სამართლებრივად აღიარონ.
საიას განცხადებით, აუცილებელი არის სახელმწიფომ დაინახოს ტრანსგენდერი თემის წარმომადგენელი ადამიანების უფლებები და მათ მიანიჭოს შესაბამისი უფლებები მათი გენდერის აღიარებასთან დაკავშირებით.
- ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის არ იყო ცალსახა საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, სქესის შეცვლა უნდა შეფასებულიყო "ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური ან/და ანატომიური კრიტერიუმებით", იმის ფონზე, რომ ამის შესახებ საკანონმდებლო განმარტებები არ არსებობს.
- "სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ტერმინების გამოყენება დიდ სიფრთხილესა და სიზუსტეს მოითხოვს, რადგან თითოეული მათგანი განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს იწვევს";
- "ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მაგალითად, თუ სქესის ცვლილება ბიოლოგიურ კრიტერიუმით უნდა შეფასდეს, მაშინ, ვერასოდეს იქნება შესაძლებელი სამართლებრივად გენდერის აღიარება/ცვლილება, რადგან გენეტიკური სქესი სამედიცინო სახით ცვლილებას არ ექვემდებარება".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები