2022-იც იწურება და, აი, წლის შეჯამებების დროც დადგა. მუსიკის სტრიმინგის ერთ-ერთმა უდიდესმა პლატფორმა Spotify-მაც, ტრადიციულად, ამ წლის მონაცემების დაჯამება დაიწყო — თქვენ უკვე შეგიძლიათ, ნახოთ, რომელ სიმღერებსა და შემსრულებლებს უსმენდით 2022-ში ყველაზე ხშირად. ამასთან, პლატფორმაზე უკვე გამოქვეყნდა 50 სიმღერის რეიტინგული სია — ტრეკები, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარე წელს ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ 2022 წლის 10 ყველაზე პოპულარულ სიმღერას მსოფლიოში — სპოტიფაის მონაცემებით.

10. კეიტ ბუში — Running Up That Hill (A Deal with God)

9. Bad Bunny და Bomba Estéreo — Ojitos Lindos

8. Bizarrap და Quevedo — Quevedo: Bzrp Music Sessions, Vol.52

7. Imagine Dragons, Jid, Arcane და League of Legends — Enemy

6. ელტონ ჯონი, დუა ლიპა და PNAU — Cold Heart

5. Bad Bunny — Titi Me Pregunto

4. Bad Bunny და Chencho Corleone — Me Porto Bonito

3. The Kid LAROI და Justin Bieber — STAY

2. Glass Animals — Heat Waves

1. ჰარი სტაილსი — As It Was