არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლების ნაწილი ბახმუტთან ალყაშია

ფოტო: ალეკო ელისაშვილი / Facebook
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლებმა მთავარ არხთან ისაუბრეს.
რა მოხდა: ბახმუტში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილი სწორედ იქ არის.
- დღეს ქართველმა სამხედროებმა გაავრცელეს ინფორმაცია ბახმუტთან 5 ქართველის დაღუპვის შესახებ, რაც მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.
დეტალები: მებრძოლი, რომეო ფარულავა ამბობს, რომ ქართული დანაყოფის წევრები მზად არიან, შეუერთდნენ უკრაინულ ძალებს და დაღუპულთა ცხედრების გამოსვენებისა და ალყაში მოხვედრილების გამოყვანის ოპერაციაში ჩაერთონ.
- მისივე თქმით, დაჭრილია მეთაური ზ.მ. და დანარჩენი ქართველი მებრძოლები უკრაინელებთან ერთად ალყაში არიან.
- "ვეკონტაქტებით წინა ხაზზე ბიჭებს, ყოველწამიერი ინფორმაცია ვიცით. ძალიან რთული მდგომარეობაა ბახმუტში. [...] მიდის ბრძოლა ამ ბიჭების გამოსაყვანად, ვინც ცოცხლები არიან ჩარჩენილები და ჩვენი დაღუპული გმირის გამოსასვენებლად იმ ტერიტორიიდან", — აღნიშნა მან.
- "ქართული პარტიზანების მეთაური იქ არის, გველოდება და ყველაფერს აკეთებს იმის გულისთვის, რომ ჩვენი ბიჭები, ვინც ცოცხლები არიან, რომ გადმოიყვანოს აქეთ", — განაცხადა კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა და აღნიშნა, რომ ისინიც მათთან შესაერთებლად მიდიან.
ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტებთან ბრძოლაში უკვე 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
- დღეს, 3 დეკემბერს კიევში ტაძარში პატივი მიაგეს რამდენიმე დღის წინ დაღუპულ ჯარისკაცს, ჯამბულათ ხოფერიას.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები