ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტი ყოველდღიურ ანგარიშში წერს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთმა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის ირანული წარმოების ასობით დრონი გამოიყენა.

  • ირანის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო რუსეთისთვის საფრენი აპარატების მიწოდება, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობას, ამის არ სჯეროდა, რის გამოც სანქციები დააწესეს.
  • ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა 5 ნოემბერს პირველად აღიარა, რომ უპილოტო თვითმფრინავების "მცირე რაოდენობა" რუსეთს ომამდე რამდენიმე თვით ადრე მიაწოდა.

დეტალები: ISW ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგერი, 3 დეკემბერს თეირანში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გენერალ პოლკოვნიკ ალექსანდრ ფომინს შეხვდა.

  • ირანის სახელმწიფო მედიის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა განიხილეს არასპეციფიკური სამხედრო თანამშრომლობა.
  • ISW ვარაუდობს, რომ მათ რუსეთისთვის უკრაინაში გამოსაყენებლად ირანული თვითმფრინავებისა და რაკეტების მიყიდვა განიხილეს.