რუსულ მედიაში სარატოვის ოლქში ავიაბაზაზე აფეთქების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსში, სამხედრო ავიაბაზაზე, ჯერჯერობით დაუდგენელი საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ორი სტრატეგიული ბომბდამშენი, TU-95 დაზიანდა.

  • არსებული ინფორმაციით დაშავდა 2 ადამიანი. რუსეთმა განაცხადა, რომ იძიებდნენ აფეთქების შესახებ ცნობებს.

გარდა ამისა, აფეთქება მოხდა რუსეთის კიდევ ერთ ქალაქში, რიაზანში მდებარე ავიაბაზაზეც.

  • შემთხვევის შედეგად დაშავდა 9 ადამიანი, რომელთაგან 3 დაიღუპა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაზიანდა ერთი თვითმფრინავიც.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა დაწერა, რომ დედამიწა მრგვალია.

  • "თუ რაიმეს ძალიან ხშირად გაუშვით სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში, ადრე თუ გვიან უცნობი მფრინავი ობიექტები დაბრუნდებიან გამგზავრების ადგილზე", — დაწერა მიხაილო პოდოლიაკმა.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ აეროდრომებზე იერიში უკრაინის საბჭოთა წარმოების უპილოტო საფრენმა აპარატებმა მიიტანეს.

  • კიევს ბრალდებებზე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.