ლიეტუვის ფინანსთა მინისტრმა უნგრეთის ამ გადაწყვეტილებას ამორალური უწოდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირის წევრი უნგრეთი ეწინააღმდეგება მრავალწლიან ფინანსურ კანონმდებლობაში შესწორებას, რომელიც ერთხმად უნდა იქნას მიღებული.

  • ევროკავშირი გეგმავდა, მომავალ წელს 18 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება გაეწია ომით დაზარალებული უკრაინისთვის.
  • თუმცა, უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა, მიხაი ვარგამ ევროსაბჭოს მიერ 2023 წელს უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე წინააღმდეგობა გამოთქვა.

დეტალები: ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ევროკავშირი შეეცდება, უკრაინის დასახმარებლად ალტერნატიული გზები მოძებნოს.

  • "სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ პაკეტი მთლიანობაში. თუმცა, ეს არ შეაფერხებს ჩვენს ამბიციებს, იანვრიდან დავიწყოთ დახმარების გამოყოფა უკრაინისთვის. ჩვენ ვიპოვით გამოსავალს უკრაინის მხარდასაჭერად", — განაცხადა ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა, ზბიგნევ სტანიურამ.