ნავთობის ფასი ბოლო რამდენიმე დღეა ვარდნას განაგრძობს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 5 დეკემბრიდან ევროკავშირისა და G7-ის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება ამოქმედდა და რუსეთს ფასის მაქსიმუმი ბარელზე $60 დაუდგინდა.

  • პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები უფრო ნაკლებს, $30-ს ითხოვდნენ, ფასის ლიმიტის დაწევა სურდა უკრაინასაც;
  • რუსეთში კი მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ რომ თავს მოხვეულ პირობებს არ მიიღებდნენ.

დეტალები: ბოლო მონაცემებით, Brent-ის მარკის ღირებულება ბარელზე ფასი $79-მდე შემცირდა.

უკრაინაში შეჭრამდე რუსული ნავთობის ფასი Brent-ის ფასს უახლოვდებოდა და ხშირ შემთხვევაში WTI-ის აჭარბებდა.

  • ომის დაწყების შემდეგ რუსულ ნავთობზე ევროპაში მოთხოვნა შემცირდა, ჩინეთსა და ინდოეთში კი გაიზარდა;
  • აზიაში რუსეთი ნავთობს ფასდაკლებით ყიდდა, მაგრამ რადგან საერთაშორისო ბაზარზე ფასი მაღალი იყო, მოგება მაინც დიდი რჩებოდა.
რუსული ნავთობის ფასი

რუსული ნავთობის ფასი

ფოტო: Trading Economics

კონტექსტი: რუსეთის შემოსავლების უმთავრეს წყაროს წიაღისეულის ექსპორტი წარმოადგენს.

  • სანქციების პირობებში ეკონომიკური ვარდნის ტემპი სწორედ ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა.
  • ნავთობზე შენარჩუნებული დაბალი ფასი მისი ეკონომიკური პრობლემების ზრდის წინაპირობაა.