ამის შესახებ რუსულ პროსახელისუფლებო მედია TASS-სთან რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა თქვა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პუტინის განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან საქართველოში პირდაპირი საჰაერო რეისების განხორციელება ეკრძალებათ.

  • ამავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება, ქართული ავიაკომპანიების რუსეთში ფრენების შეჩერებაზეც.
  • ოკუპანტი ქვეყანა მაშინ ამტკიცებდა, რომ ეს დროებითი ნაბიჯი იყო და მისი მთავარი მიზანი საქართველოში "სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიის კამპანიის შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხეების გაქრობა" იყო.

დეტალები: გონჩარის თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ამ წლისთვის ორნიშნა ციფრამდე გაიზარდა და დაამატა, რომ ეს "რუსეთიდან შემომავალი ტურიზმის, ფულადი გზავნილებისა და რუსეთთან ვაჭრობის წყალობით მოხდა".

  • თუ რა "აუცილებელ წინაპირობებს" გულისხმობს, გონჩარს არ დაუკონკრეტებია, თუმცა თქვა, რომ თბილისში ამის შესახებ ცნობილია, ხოლო რუსეთში საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას არ გამორიცხავენ.