სავალდებულო სამხედრო სამსახურში ცვლილებები იგეგმება — რა უნდა ვიცოდეთ
ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სავალდებულო სამხედრო სამსახური და მასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემები არაერთხელ გახდა კრიტიკის მიზეზი.
- კანონის მთავარი მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტია გირჩი იყო, რომელიც სამსახურის გაუქმებას ითხოვდა — მათ რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნეს, რომელიც სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს.
- სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ, რადგან კანონში არსებული ჩანაწერი მათ ამის საშუალებას აძლევს.
დეტალები: პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის კანონის გადახედვაზე ისაუბრა და თქვა, რომ მოქალაქეები სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან, რაც მანამდე სხვადასხვა უწყებებში ხდებოდა. მანვე აღნიშნა, რომ სისტემა ეფექტური არ იყო.
- ღარიბაშვილის თქმით, პროგრამა იქნება 6, 8 და 11 - თვიანი, იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ კარიერას ირჩევს.
- "ეს არ იქნება თეორიული სწავლება, ეს იქნება ინტენსიური საბრძოლო სამხედრო მომზადება. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ, პირს ექნება მოხდილი სამხედრო სავალდებულო სამსახური და მიენიჭება რიგითის წოდება", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.
- მისი განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ძლიერი რეზერვის შექმნა.
- ცვლილების მიხედვით, გაწვევას რეგიონული სამინისტროს ნაცვლად განახორციელებს თავდაცვის უწყება და ის ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა.
- პრემიერიც მტკიცებით, მანამდე სამინისტროს მოწესრიგება და სისტემის მომზადება დასჭირდება, რაც საერთო ჯამში, 80 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება.
ცვლილების მიხედვით, სტუდენტებს 23 წლამდე, ვინც გადაწყვეტს, რომ გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური, წელიწადში მხოლოდ 1 თვე მოუწევთ კურსის გავლა და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.
- ღარიბაშვილის თქმით, ეს პროგრამა გაზრდის ჯარის პოპულარობას.
- მისივე განმარტებით, ამით, მინიმუმ, 100 ათას კაციანი, სამხედრო მომზადების მქონე რეზერვი ეყოლება ქვეყანას.
ასევე, პრემიერმინისტრმა პარტია გირჩის მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ასეთი დაწესებულებები დაიხურება.
- მავნე აღნიშნა, რომ ეს საკითხი საპატრიარქოსთანაც გავლილი აქვთ.
- "ისინი პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ თავი აერიდებინათ კონსტიტუციურ მოვალეობას, ამაზე დიდი მტრობა და მავნებლობა რა უნდა იყოს. ეს საკითხი მოგვარებულია", — თქვა ღარიბაშვილმა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები