რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი რუსეთის განცხადებაზე, ფრენების აღდგენის შესახებ

ფოტო: საქართველოს მთავრობა
737
წაკითხვა
3
გაზიარება
ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ამ საკითხზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთის საგარეოში ამბობენ, რომ თუ "წინაპირობები იქნება", გამორიცხული არაა, საქართველოსთან ფრენები აღდგეს.
- თუ რა "აუცილებელ წინაპირობებს" გულისხმობს, საგარეო უწყების დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორს არ დაუკონკრეტებია, თუმცა თქვა, რომ თბილისში ამის შესახებ ცნობილია, ხოლო რუსეთში საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას არ გამორიცხავენ.
დეტალები: დავითაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ოფიციალური მომართვა ამ ეტაპზე არ აქვს.
- მისვე განცხადებით, სხვადასხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მხრიდან, რუსულ ავიაკომპანიებთან მიმართებაში, გარკვეული შეზღუდვები არსებობს.
- "იცით, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი ტექნიკური საკითხი, სირთულე და გამოწვევა არსებობს და ეს ცალმხრივად გადასაწყვეტი საკითხი არ არის... ამიტომ, ეს საკითხი ასე მარტივად, დღეს ვერ გადაწყდება" - ამბობს დავითაშვილი.
არქივიდან: პუტინის განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან საქართველოში პირდაპირი საჰაერო რეისების განხორციელება ეკრძალებათ.
- ამავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება, ქართული ავიაკომპანიების რუსეთში ფრენების შეჩერებაზეც.
- ოკუპანტი ქვეყანა მაშინ ამტკიცებდა, რომ ეს დროებითი ნაბიჯი იყო და მისი მთავარი მიზანი საქართველოში "სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიის კამპანიის შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხეების გაქრობა" იყო.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები