ინფორმაცია უკრაინაში მყოფმა მებრძოლებმა გაავრცელეს და საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

დეტალები: უწყებაში On.ge-ს განუცხადეს, რომ საელჩო ინფორმირებულია და საჭირო პროცედურები განხორციელდება.

  • ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტებთან ბრძოლაში უკვე 36 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ბახმუტში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილი სწორედ იქ არის.

  • მანამდე, 3 დეკემბერს ბახმუტთან 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, რომელთა გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
  • ქართული ლეგიონისა და პარტიზანების წევრები ამბობენ, რომ უკრაინელებთან ერთად ყველაფერს აკეთებენ დაღუპულთა გადმოსასვენებლად.