პენიტენციურმა სასამართლო პროცესზე სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა

ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge
თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე უნდა იმსჯელოს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო პერიოდია, სააკაშვილის ოჯახის წევრები, ექიმები და ადვოკატები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ და საზღვარგარეთ მის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.
- ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ ემპათიის დასკვნაში ნათქვამია, რომ "მოსალოდნელია კომა და სიკვდილი".
- სწორედ ჯანმრთელობის გაუარესების გამო სააკაშვილის სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო.
- 9 დეკემბერს, სასამართლო სხდომის გადადებამდე მოსამართლე და ადვოკატები შეთანხმდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი დღევანდელ პროცესს დისტანციურად დაესწრებოდა.
დეტალები: მოსამართლემ სხდომის დაწყებამდე პენიტენციური სამსახურისგან მიღებული წერილი წაიკითხა, სადაც უწყების უარის მიზეზი იყო განმარტებული: "დღეის მდგომარეობით, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებული სააკაშვილის ჩართვა".
- სამსახურის წარმომადგენელმა სხდომათა დარბაზში განაცხადა, რომ მოთხოვნის შესწავლას 1 თვე სჭირდება.
- "ამ ეტაპზე პენიტენციურ სამსახურს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები, სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა მსჯავრდებულის სასამართლო პროცესზე ჩართვა", — თქვა მან.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.
- 20 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით გადმოკვეთა.
- სამართალდამცავმა უწყებამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთას გულისხმობს და ჯარიმით ან 3-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.
- უზენაესი სასამართლოს მიერ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულ პირთა შეწყალების საქმეებზე.
- ასევე — 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და იმედში შეჭრის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე.
არქივიდან: სააკაშვილმა დაპატიმრების შემდეგ შიმშილობა ორჯერ გამოაცხადა. პირველი, 50-დღიანი შიმშილობა მან 19 ნოემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა.
- მეორედ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა 21 თებერვალს დაიწყო, მე-20 დღეს კი შეწყვეტის მიზეზად უკრაინის მთავარსარდლობის თხოვნა დაასახელა.

-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
კომენტარები