10 ანტიგმირი ქალი, რომელიც მაყურებელს მაინც ძალიან უყვარს
ცნობილ ფილმებსა თუ სერიალებში ხშირად ვხვდებით გმირებს, რომელთა მორალური კომპასი ხშირად არც თუ სასურველი მიმართულებისკენ უჩვენებს. მიუხედავად მათი განსხვავებულად უარყოფითი თვისებებისა, მაყურებელს ხშირად ყველა მათგანი მოსწონს და შესაძლოა, უფრო მეტადაც აინტერესებს, ვიდრე ეგრედ წოდებული მთავარი გმირი. მათი ქარიზმა, სარკაზმი, ძალა იმდენად შთამბეჭდავია, უამრავი დანაშაულის მიუხედავად, მაინც გიყვარდება. მათ ადგილას თავის წარმოდგენა და წამით იმის გაფიქრება, რომ ჩვენს მეტოქეებს ჩვენც ასე მკვირცხლად და სასტიკად მივუჩენდით თავიანთ ადგილს, ხშირად ყველა ჩვენგანისთვის მაცდური ფანტაზიაა.
1. ბლერ უოლდორფი — ჭორიკანა (Gossip Girl)
ბლერ უოლდორფს სერიალ ჭორიკანაში ვხვდებით, რომელშიც ის სერენა ვან დერ ვუდსენის მეგობრისა და მეტოქის, ე.წ. "frenemy"-ის, როლს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ სერიალის მთავარ გმირად ყოველთვის სერენა მოიაზრებოდა, ბლერის შარმმა, იუმორმა, მანიპულაციის შესაშურმა უნარმა და ამბიციამ მაყურებელი გაცილებით უფრო მოაჯადოვა, ვიდრე ქერათმიანმა გულკეთილმა სერენამ.
2. რეჯინა ჯორჯი — საზიზღარი გოგოები (Mean Girls)
რეჯინა ჯორჯი თითქოს არავის ჰყვარებია თავის სამეგობრო წრეში თუ მის გარეთ, მაგრამ ისევე, როგორც მისი გარემოცვა ფილმში საზიზღარი გოგოები, მაყურებელიც მოჯადოებული დარჩა გმირის უნარით რკინის ხელით ემართა ყველა და ყველაფერი. გასაკვირი არ იქნებოდა, ერთი წუთით მაინც რომ ენატრა ყველას მის ადგილას ყოფნა.
3. მედი პერეზი — ეიფორია (Euphoria)
მედი პერეზმაც არაერთი ამორალური გადაწყვეტილება მიიღო სერიალ ეიფორიაში, თუმცა ამის მიუხედავად, მაყურებლისთვის ყველაზე მიმზიდველ და ძლიერ გმირად რჩება. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა მედი, ალბათ ყველას ერთხელ მაინც უოცნებია, ისე მოჰქცეოდა საკუთარ მტრებს, როგორც მედი პერეზი — თავისას.
4. ჯოან ჰოლოვეი — შეშლილები (Mad Men)
ჯოან ჰოლოვეი ალბათ მაინც არავის მეგობარი არაა საკუთარი თავის გარდა, თუმცა მისი ჭკუა, შესაშური მოქნილობა და მანიპულაციის უნარი გმირის მიმართ უცნაურ პატივისცემასა და სიმპათიას აღძრავს. გარემოში, სადაც გავლენიანი კაცები დომინირებდნენ და ქალის აზრს არ უსმენდნენ, ჯოანმა შეძლო, სხვის სათამაშოდ არ ქცეულიყო და ნებისმიერი სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა.
5. მორგანა — კამელოტი (Camelot)
მიუხედავად იმისა, რომ მორგანა ბნელ ძალებთან მეგობრობს და არც თუ კეთილ ჯადოქართან ერთად, პატივმოყვარე და ამბიციური გმირია, მისი კომპლექსური, იდუმალი ხასიათი და ამაყი სახე, რომელიც უამრავ ტკივილს მალავს, მაინც კამელოტის თითოეულ მაყურებელს აჯადოებს.
6. ვილანელი — მოკალი ევა (Killing Eve)
ალბათ ყველა თანხმდება, რომ სერიალში მოკალი ევა მაყურებელს ყველაზე მეტად ვილანელი აინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ვილანელი დაქირავებული მკვლელია და პროფესიონალებმა ფსიქოპატის დიაგნოზიც დაუსვეს, მისი იუმორის გრძნობა და ქარიზმა საზოგადოებას მაინც თვალს უხვევს და შენივე ნების საწინააღმდეგოდ, თითქოს ყველაფერს პატიობ და გიყვარს.
7. ანალიზ კიტინგი — როგორ ავიცილოთ სასჯელი მკვლელობის შემთხვევაში (How to Get Away with Murder)
რთულია ანალიზ კიტინგის ჭკუამ და სხვების დარწმუნების უნარმა არ აღგაფრთოვანოს სერიალში როგორ ავიცილოთ სასჯელი მკვლელობის შემთხვევაში. მისი გამბედაობა და კანონის სიღრმისეული ცოდნა, შემდეგ კი მისი უსაფრთხოდ დარღვევა, შიშნარევი აღფრთოვანების ღირსია.
8. ლაგერთა — ვიკინგები (Vikings)
ვიკინგების გულშემატკივრებისა და მაყურებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გმირი ლაგერთაა, რომელმაც თავისი ბრძოლის უნარით, შეუპოვრობითა და მტრებისთვის სამაგიეროს გადახდის წყურვილით ყველას განსაკუთრებულად დაამახსოვრა თავი.
9. მერსედესი — საშოს ხეობა (P-Valley)
სერიალი საშოს ხეობა ძლიერი ქალი გმირებით გამოირჩევა, თუმცა მერსედესი მართლაც რომ განსაკუთრებულ შეუპოვრობასა და ბრძოლის უნარს ასხივებს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა სტრიპტიზის მოცეკვავეების მიმართ ყოველთვის მეგობრული და სამართლიანი არაა, მისი ტრავმითა და ტრაგედიით სავსე ცხოვრება და მათთან გამკლავების უნარი მაყურებელს მაინც განსაკუთრებული სიმპათიით განაწყობს გმირის მიმართ.
10. სმარფი — ცხოველთა სამეფო (Animal Kingdom)
სერიალი ცხოველთა სამეფო ერთი კრიმინალური ოჯახის ისტორიაა, რომლის სათავეშიც საოცრად ჭკვიანი და შეუბრალებელი მატრიარქი ჯანინ კოუდი იგივე სმარფი დგას. სმარფის უნარი, მართოს მხოლოდ კაცებისგან, მისი შვილებისა და შვილიშვილისგან, შემდგარი ოჯახი, რომლის თითოეული წევრი ძლიერი და მოხერხებული ბანდიტია, ნამდვილად შესაშური, თუმცა ხშირად შემაშფოთებელია. გმირის მკვეთრად უარყოფითი თვისებების მიუხედავად, მისი საოცარი ქარიზმა და ნებისმიერი სიტუაციიდან გამარჯვებულად გამოსვლის უნარი მაყურებელში მაინც დიდ პატივისცემას იწვევს.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
კომენტარები