გადაწყვეტილებას უწყება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პენიტენციურმა ყოფილი პრეზიდენტის კადრები აქამდეც გაასაჯაროვა, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა.

  • დღევანდელი ვიდეომასალის გასაჯაროებას წინ უძღოდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მუქარა, რომ, თუ სიმულაციური ქმედებები არ შეწყდებოდა, კადრებს გაასაჯაროებდნენ.
  • გარდა ამისა, მოსამართლემ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სააკაშვილის კადრების ადვოკატებისთვის გადაცემაზე.

დეტალები: კადრები, რომლებიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა, აგვისტოდან დეკემbრის ჩათვლით არის დათარიღებული, სხვადასხვა სიტუაციას ასახავს და უკონტექსტოდ არის შეკრული.

  • ასევე, გათიშული აქვს ხმა და შეუძლებელია თქმა, კონკრეტულად, რას აპროტესტებს ყოფილი პრეზიდენტი, როცა მედპერსონალს ეკამათება.
  • რამდენიმე კადრში ჩანს, რომ ის თავს შეუძლოდ გრძნობს და საწოლიდან ვარდება, ასევე, უჭირს გადაადგილება.
  • 10-წუთიანი ვიდეოდან, ბოლო პერიოდის კადრებს, რომელიც სააკაშვილის ახლანდელ მდგომარეობას ასახავს, ყველაზე ნაკლები დრო, 19 წამი ეთმობა.
  • პენიტენციური სამსახურის თქმით, კადრებში ჩანს "სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანაა".
  • ვიდეოს კომენტარებში შეხვდებით სახელმწიფო უწყებისა და მმართველი გუნდის პარტიაში დასაქმებულ პირებს, რომლებიც, ძირითადად, ერთი და იგივე შინაარსის კომენტარებს — თაღლითი, აფერისტი და სიმულიანტი — წერენ.