ლეგენდარული იაპონელი ანიმატორის, ჰაიაო მიაძაკის, შემოქმედება ისეთ შთამბეჭდავ ნამუშევრებს მოიცავს, როგორებიცაა ოსკაროსანი ანიმე მოჩვენებების მიერ გატაცებული და დაიანა უინ ჯონსის ფენტეზი რომანის მიხედვით გადაღებული ჰოულის მოსიარულე კოშკი. მიაძაკის ანიმაციებს გაუგონარი მაგიურობა გამოარჩევს.

იმაზე თუ გიფიქრიათ, რა მოხდებოდა, მიაძაკის ოსტატური ხელი რომ კიდევ ერთ საოცარ სამყაროს, როულინგის ჰარი პოტერს შეხებოდა? ხელოვნური ინტელექტის პროგრამა Midjourney-ის დახმარებით, ამ აზრს ადვილად შეესხა ხორცი.

1. რასაკვირველია, მიაძაკისეული ჰარი უფრო დინჯი და ჩაფიქრებულია

ფოტო: midjourney / Reddit

2. ჰარის სიდინჯე რა მოსატანია, რონ უისლის ასეთი მზერა ჯერ არ გვინახავს...

ფოტო: midjourney / Reddit

3. აი, ჰაგრიდი კი მეტისმეტად მოწყენილი ჩანს

ფოტო: midjourney / Reddit

4. სამაგიეროდ, ჰაგრიდის ქოხია ზუსტად ისეთი მყუდრო, როგორიც წარმოგვედგინა

ფოტო: midjourney / Reddit

5. შეიძლება ეს სილივრუს სარკე არაა, მაგრამ მიაძაკისეული დამბლდორი საქსოვი ჩხირების გარეშე ძნელად წარმოსადგენია

ფოტო: midjourney / Reddit

6. ასეთი ჰოგვორტსი კი, რატომღაც, უფრო მშობლიური ჩანს

ფოტო: midjourney / Reddit

7. მიაძაკის მატარებლები განსაკუთრებით უყვარს და, ცხადია, ჰოგვორტსის ექსპრესიც კიდევ უფრო ჯადოსნური გამოუვიდოდა

ფოტო: midjourney / Reddit

8. იუბაბასთან შედარებით, ვოლდემორი სულაც არ ჩანს საშიში

ფოტო: midjourney / Reddit

9. აი, მალფოი კი აქაც ღურღუტი ჩანს

ფოტო: midjourney / Reddit

10. თქვენი არ ვიცი და მიაძაკისეულმა დობიმ მე ბაბუა კამაძი მომაგონა

ფოტო: midjourney / Reddit

ბონუსი: ჰედვიგის გამოტოვება არაფრით იქნებოდა

ფოტო: midjourney / Reddit

ნახეთ ჩვენი ყველა მასალა ჰარი პოტერზე.