ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: TV პირველის ჟურნალისტის ცნობით, ფონიჭალაში სპეცოპერაციის გაშუქებისას დაკავებულის ოჯახის წევრმა მას და მის ოპერატორს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

  • საქმეზე გამოძიება სსკ-ის 154 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლას გულისხმობს.

დეტალები: უწყების ცნობით, საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება.

  • "ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია", — ნათქვამია განცხადებაში.