კიდევ ერთი საგანმანათლებლო შესაძლებლობა კრეატიულ და სახელოვნებო ინდუსტრიაში განათლების ცენტრ LEAF-ისგან.

მათ ვისაც სურს სწავლა მუსიკალური მიმართულების საზღვარგარეთ გააგრძელოს, განათლების ცენტრი LEAF გთავაზობთ ბრიტანეთისა და ირლანდიის თანამედროვე მუსიკის ინსტიტუტს.

British and Irish Modern Music Institute -ბრიტანული და ირლანდიური თანამედროვე მუსიკის ინსტიტუტია.

BIMM 1983 წელს დაარსდა და მუსიკისა და დრამის სკოლას წარმოადგენდა.

დღეისათვის კი რვა დამოუკიდებელ კოლეჯს აერთიანებს. BIMM-ის კამპუსები ლონდონში, დუბლინში, ბრისტოლში, მანჩესტერში, ბერლინში, ბირმინგემში, ჰამბურგსა და ბრაიტონში მდებარეობს.

BIMM-ის დაარსების მიზანი იყო მუსიკით გატაცებული მსოფლიოს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები ერთ სივრცეში გაეერთიანებინა.

BIMM-ის მუსიკალურ ინსტიტუტში საერთაშორისო სტუდენტებს შეუძლიათ უმაღლესი ხარისხის განათლება მიიღონ ხელმისაწვდომ ფასად.


BIMM ინსტიტუტი 18 საბაკალავრო კურსს გთავაზობთ:

  • BMus (Hons) Popular Music Performance – Guitar, Bass, Drums, Keyboards and Vocals
  • BMus (Hons) Songwriting
  • BA (Hons) Music and Sound Production
  • BA (Hons) Electronic Music Production
  • BA (Hons) Music Production
  • BA (Hons) Music Marketing, Media and Communication
  • BA (Hons) Event Management
  • BA (Hons) Music Business
  • BA (Hons) Music Production & Music Business
  • BA (Hons) Music Business & Event Management
  • BA (Hons) Popular Music Performance & Event Management
  • BMus (Hons) Popular Music Performance & Songwriting
  • BA (Hons) Songwriting & Music Production
  • BA (Hons) Popular Music Performance & Music Production
  • BA (Hons) Songwriting & Music Business
  • BA (Hons) Popular Music Performance & Music Business
  • BA (Hons) Commercial Modern Music – Songwriting
  • BA (Hons) Commercial Modern Music – Guitar, Bass, Drums and Vocals

BIMM ინსტიტუტი 2 სამაგისტრო კურსს გთავაზობთ:

  • MA Popular Music Practice
  • MA Learning & Teaching in the Creative Industries

ინსტიტუტს სწავლების მაღალი სტანდარტები აქვს. ისინი სტუდენტებს მუსიკის კრეატიულ ინდუსტრიაში მყარი კარიერის შექმნისთვის ამზადებენ.

ინსტიტუტში სწავლების კომბინირებული მეთოდი გამოიყენება: სტუდენტები მაღალი ხარისხის აკადემიური განათლების პარალელურად, უდიდეს პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ. მათ შესაძლებლობა აქვთ იმუშაონ კონკრეტულ მუსიკალურ პროექტებზე.

ინსტიტუტში 7000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

ერთი საბაკალავრო წლის საფასური საერთაშორისო სტუდენტებისთვის 15 950 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ერთწლიანი დიპლომის კურსი საერთაშორისო სტუდენტებისთვის 12 450 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. სამაგისტრო პროგრამის ერთი აკადემიური წლის საფასური 15 450 ფუნტ სტერლინგია.


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
+995 32 294 61 74
+995 577 68 77 33
[email protected]