ხერსონის ოლქში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

ფოტო: Anadolu Agency
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინაში შეჭრის დღიდან, რუსეთი თავს ესხმის მოქალაქეებს, ბომბავს დასახლებებსა და საავადმყოფოებს.
- ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ნაპოვნია არაერთი მასობრივი საფლავი, წამების ოთახი, მშვიდობიანი მოსახლეობის და ბავშვების გვამები.
- უკრაინის ტერიტორიაზე 46 523 სამხედრო დანაშაულია რეგისტრირებული.
- ომის დანაშაულებზე პასუხისგებისთვის, მსოფლიოს არაერთი ლიდერი გამოვიდა საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის შექმნის მოთხოვნით.
დეტალები: რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ რუსები უგულებელყოფენ ჟენევის მე-4 კონვენციას, რომელიც კრძალავს ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.
- "30 ნოემბერს, სოფელ პრავდინში (ხერსონის ოლქი) აღმოაჩინეს რუსული ოკუპაციის მსხვერპლთა მასობრივი საფლავი: შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, მოზარდი გოგონა", — წერს თავდაცვის მინისტრი ტვიტერზე.
- მან ასევე განაცხადა, რომ მხოლოდ ხარკოვის რეგიონში ნაპოვნია რომ 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების ცხედრები.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები