ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთმა უკრაინაში თავდასხმები დაიწყო კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგიის გადამცემ ხაზებზე, ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებზე. რის გამოც უკრაინას ზამთრისთვის გენერატორები სჭირდება.

  • 6 დეკემბერს უკრაინის საელჩომ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას 1 თვის წინ გენერატორები სთხოვეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
  • საელჩოს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ მაღალი სიმძლავრის გენერატორები საქართველოში ფიზიკურად არ არის და ხალხს ჰგონია, რომ უკრაინა "დვიჟოკებს" ითხოვს.
  • მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების განცხადებებს კრიტიკა მოჰყვა, 9 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ უკრაინაში გასაგზავნად გენერატორებს შესყიდვა დააანონსა.
  • დღეს გავრცელებულ პოსტში კი დაწერეს, რომ გენერატორები პრემიერმინისტრის დავალებით შეიძინეს.

დეტალები: სამინისტროს განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ უკრაინისთვის 1,5 მილიონი ლარის სამრეწველო დანიშნულების, მაღალი სიმძლავრის გენერატორი შეიძინა.

  • "გენერატორებს გამოიყენებენ კლინიკებისთვის, საავადმყოფოებისთვის, კვების, უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სხვა ობიექტებისთვის", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
  • სამინისტრო იქვე ავრცელებს უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულის ანდრიი კასიანოვის მიმართვას, სადაც ის მადლიერებას გამოხატავს ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გენერატორების გადაცემის გამო.