ფოტო-ვიდეო: ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტი დაიწყო

ფოტო: ჯო ბაიდენი / Twitter
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რამდენიმე წუთის წინ უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში ჩაფრინდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ომის დაწყების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყანა არ დაუტოვებია და პირველი ოფიციალური ვიზიტით ის აშშ-ს ეწვია.
- ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას საერთაშორისო მედიამ უკვე უწოდა ისტორიული მნიშვნელობის.
დეტალები: ზელენსკი აეროპორტში ოფიციალური პირები და აშშ-ში უკრაინის ელჩი დახვდნენ.
- კადრები პრეზიდენტმა ფეისბუქგვერდზე გაავრცელა და დაწერა, რომ ვაშინგტონში ამერიკელი ხალხისთვის, კონგრესისა და ბაიდენისთვის მადლობის სათქმელად ჩავიდა.
- "მე გავმართავ რიგ მოლაპარაკებებს უკრაინის გამძლეობისა და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. კერძოდ, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად განვიხილავ უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ თანამშრომლობას", — აღნიშნა ზელენსკიმ.

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ვიზიტი თეთრ სახლში: აეროპორტიდან ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა, სადაც მას პრეზიდენტი და პირველი ლედი დახვდნენ.
- შესვლის წინ პრეზიდენტებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ და მხოლოდ რამდენიმე კადრი გადაიღეს.
- ცნობილია, რომ დღესვე დაგეგმილია ზელენსკის სიტყვით გამოსვლა კონგრესში, მოგვიანებით კი ჯო ბაიდენთან ერთობლივი პრესკონფერენცია.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
კომენტარები